iსკოლა
ვებინარები

ვებინარი

კიბერჰიგიენა მასწავლებლებისთვის

თარიღი:
6 აპრილი 12:00 - 13:00 - მასწავლებლებისთვის ჩანაწერის ბმული
7 აპრილი 12:00 - 13:00 - მოსწავლეებისთვის ჩანაწერის ბმული
8 აპრილი 12:00 - 13:00 - მშობლებისთვის ჩანაწერის ბმული

სპიკერი: გიორგი გვასალია - "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის" ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სხვდასხვა სახის აქტივობებს სთავაზობს.

იქიდან გამომდინარე, რომ საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ მხარეებს უფრო დიდი დროის გატარება უწევს კომპიუტერულ მოწყობილობებთან და იზრდება ინტერნეტის მოხმარება, მნიშნელოვანია ვიცოდეთ, რა საფრთხეები არსებობს კიბერ ჰიგიენის მიმართულებით.
სწორედ ამიტომ, განათლების მართვის საინფორმაცია სისტემა უზრუნველყოფს ვებინარების ორგანიზებას, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

      · ფიშინგი;
      · უსაფრთხო ბრაუზინგი;
      · სოციალური ინჟინერია;
      · განათლების ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც იცავს მათ ონლაინ სერვისებს.