iსკოლა
ვებინარები

პროექტები

USAID საბაზისო განათლების პროგრამა

აშშ - ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), 2020 წლის იანვრიდან ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს განათლების სისტემის რეფორმასა და საჯარო სკოლებში ახალი სკოლის მოდელის დანერგვაზე. USAID საბაზისო განათლების პროგრამა გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და გენდერულ თანასწორობას. 

დიაგნოსტიკური შეფასების აპლიკაცია წარმოადგენს დიაგნოსტიკური და განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს დაწყებითი (1-6) კლასებისა და კომპეტენციების მიხედვით კითხვისა და მათემატიკაში. მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს ან შექმნას კონკრეტული კლასის ამა თუ იმ კომპეტენციის შესამოწმებელი ტესტი ქართულ ენაში ან მათემატიკაში, აღრიცხოს ტესტირების შედეგები და გამოიყენოს დაგროვილი ინფორმაცია სასწავლო პროცესის დასაგეგმად, მათ შორის დიფერენცირებული სწავლებისთვის. თავდაპირველად, ეს აპლიკაცია შეიქმნა აშშ - ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების (G-PriEd) პროექტის ფარგლებში და მისი ონლაინ ვერსია ხელმისაწვდომია საიტზე www.kargiskola.ge

USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ამ აპლიკაციის ოფლაინ, ე.წ. ლოკალური ვერსია, რომელიც ჩამოტვირთვის შემდეგ, არ საჭიროებს ინტერნეტზე წვდომას და ბევრად უფრო მოსახერხებელია მოსწავლეთა ტესტირების შედეგების შესანახად შემდგომი გამოყენებისთვის საკლასო პროცესში. აპლიკაციის ზომა არის 7 გბ. და ჩამოტვირთვის დროა დაახლოებით 1 საათი. 

გადმოწერა

USAID საბაზისო განათლების პროგრამა