iსკოლა
ვებინარები

პროექტები

ტელესკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო. ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს. განათლების სამინისტროს მიერ მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებსა და პროგრამას. 

ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ, მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული) ეთნიკური უმცირესობების ინტერესების გათვალისწინებით. ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით, გადაღებები მიმდინარეობს, როგორც სტუდიაში ასევე ათვისებულია გარე ლოკაციები, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგალითად ფიზიკის გაკვეთილები, რომელსაც პირობითად დავარქვით ,,ფიზიკის დრო’’ გადაღებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიაში, მისი შემქმნელისა და ავტორის დავით სონღულაშვილის მონაწილეობით, ასევე დასაფასებელია კერძო სექტორის მხარდაჭერა, ამის მაგალითია ქიმიის გაკვეთილები რომელთა გადაღებაც წარმოებს სკოლა ,,ბაქსვუდისა’’ და ,,ევროპული სკოლის’’ ქიმიის ლაბორატორიებში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გაკვეთილებს შორის არის მცირე ქრონომეტრაჟის სსმპ ბავშვებისთვის განკუთვნილი აქტივობები, სპორტის გაკვეთილები და სამოქალაქო განათლებისთვის მიძღვნილი შემეცნებითი ვიდეო რგოლები. გარდა ამისა არხის საეთერო ბადეში განთავსებულია დოკუმენტური ფილმების ციკლი ,,ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“, ,,არტესა“ და ,,ბიბისის’’ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად იყენებენ. ასევე აღსანიშნავია, ქართული-ხალხური სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები, ჭადრაკის შესწავლა სატელევიზიო სივრციდან. 

,,ტელესკოლა’’, რა თქმა უნდა არ ანაცვლებს სკოლის სასწავლო პროცესს, მაგრამ ძალიან ღირებული და ინფორმატიული იქნება ბავშვებისთვის.

ტელესკოლა