iსკოლა
ვებინარები

პროექტები

CK-12 + საქართველო
საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12

CK-12-ის რესურსები ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა CK-12-ის ფონდის, განათლების კოალიციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით.

მხარეებს შორის თანამშრომლობა განათლების კოალიციასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას CK-12-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შედგა, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ ენაზე ღია საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდას და დისტანციური სწავლების პროცესის მხარდაჭერას. ინიციატივა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კოორდინაციით.

პროექტის ფარგლებში VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდება მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგის და ქიმიის ელექტრონული სახელმძღვანელოები www.ck12.edu.ge 

CK-12 წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას რომლის მიზანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ციფრული რესურსების საშუალებით. www.ck-12.org პლატფორმაზე განთავსებულია სახელმძღვანელოები და დამხმარე რესურსები მეტწილად STEM-ის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 137 მილიონზე მეტმა სტუდენტმა და მასწავლებელმა გამოიყენა CK-12 რესურსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის მისი ციფრული წიგნები, ადაპტაციური პრაქტიკული სავარჯიშოები, სამეცნიერო სიმულაციები. შეიქმნა 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“, მოსწავლეებმა უპასუხეს  ჯამურად 790 მილიონზე მეტ შეკითხვას და ჩატარებული საათების რაოდენობამ შეადგინა 20 მილიონი სასწავლო საათი.

CK-12 + საქართველო <br> საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12

რესურსები
1 / 9
01 / 02