iსკოლა
ვებინარები
პარტნიორები

თბილისის ზოოპარკი

ქ. თბილისი 0171; მ.კოსტავას ქ. #64
zoo@zoo.ge
(+995 32) 233 29 01 / 221 30 50
www.zoo.ge
თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ, როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები – დიდებული თეთრი ლომები, ულამაზესი მოხატულობის წინააზიური ჯიქები, აზიური სპილოები, თეთრი მარტორქა, ჰიპოპოტამი და სხვა.
მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველების კოლექციაც – ამაყი მტაცებლები, სხვადასხვა სახეობის ხოხბები და ჭრელა-ჭრულა თუთიყუშები, თავმომწონე ფარშავანგები.
ეგზოტარიუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები.
სულ თბილისის ზოოპარკში თავმოყრილია 200-მდე სახეობის 1500-მდე ცხოველი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი, ბუნებაში მცირე რაოდენობით შემორჩენილი სახეობები.