iსკოლა
ვებინარები

მუსიკალური ხელოვნების ცენტრი

ქ. თბილისი, დოლოძის ქ. 3
musicalart.tbilisi@gmail.com
514 000515
Musical Art Centre Tbilisi
მუსიკალური ხელოვნების ცენტრის დაარსების იდეა 1995 წელს გაჩნდა. იყო დიდი სურვილი შექმნილიყო ერთიანი სივრცე, რომელიც მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა ასპექტებს მოიცავდა, ხელს შეუწყობდა ახალგაზრდა თაობის მუსიკალურად აღზრდა-განვითარებას.

მუსიკალური ხელოვნების ცენტრის ფარგლებში მოიაზრებოდა: სასწავლო პროცესი; ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბების კონცერტების და კონკურს–ფესტივალების ჩატარება; პედაგოგიურ-სამეცნიერო კვლევები და ა.შ. დღეისათვის რეალიზებულია არა ერთი პროექტი და ეს პროცესი მუდმივად განახლებადია.

დასახული მიზნების განხორციელებას თანამოაზრეთა მცირე ჯგუფთან ერთად შეუდგა ქალბატონი ლია ნიქაბაძე /ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, ნოვატორი პედეგოგი, რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის „პატარა პიანისტი“/. თავდაპირველად გაიხსნა ახალი ტიპის სამუსიკო სკოლა, პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი საავტორო სამუსიკო სკოლა საქართველოში, სადაც სწავლება ორიგინალური მეთოდებით და განსხვავებული საგნებით ხორციელდება. ლია ნიქაბაძის საავტორო სამუსიკო სკოლამ მალევე მოიკრიბა ძალები და თავისი საჩვენებელი კონცერტების დონითა და ხარისხით ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა სამუსიკო განათლების სფეროში. არსებობის მანძილზე სკოლის გამორჩეულმა მოსწავლეებმა არა ერთი გამრჯვება მოიპოვეს საქალაქო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებზე. ბევრი მათგანი მაღალი დონის პროფესიონალ მუსიკოსად აგრძელებს მოღვაწეობას საქართველოს და უცხოეთის სამუსიკო სასწავლებლებში.

სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესი მუდმივად იხვეწება და ფართოვდება. ამის ნათელი მაგალითია ონლაინ გაკვეთილები, რომლის საშუალებითაც სკოლას მიუხედავათ არსებული მძიმე ვითარებისა არ შეუწყვეტია სასწავლო პროცესი.

მუსიკალური ცენტრის ინიციატივით 2003 წელს თბილისში დაარსდა ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი. ეს არა მარტო მუსიკალური ხელოვნების ცენტრის, არამედ ქართული საზოგადოების დიდი მონაპოვარი და სიამაყეა. წარმატებით ჩატარებული შვიდი კონკურსის შედეგად ათეულობით ნიჭიერი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა პიანისტი გაიცნო საზოგადოებამ. რიგით მერვე კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ა.წ. მაისში, მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, გადატანილ იქნა 2021 წლისთვის.

მუსიკალური ხელოვნების ცენტრი წარმადგენს ლია ნიქაბაძის სახელმძღვანელოს „პატარა პიანისტი“ I ნაწილი 2017წ. /სახელმძღვანელო დამწყები პიანისტებისათვის, მეოთხე გამოცემა, ახალი რედაქცია/.
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2017

    "პატარა პიანისტი" I ნაწილი


    ლია ნიქაბაძე

    0 0