iსკოლა
ვებინარები
პარტნიორები

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ქ. ზესტაფონი, დავით აღმაშენებლის ქუჩა # 23
zestaphonitheatre@gmail.com; nestangogoladze08@gmail.com
0492 25 27 60
ზესტაფონში თეატრალური წარმოდგენებისადმი ინტერესი სათავეს 1875 წლიდან იღებს. გაზეთი „დროება“ (1882 წელი, აგვისტო) იუწყება: - „სცენის მოყვარულებმა დაბა ყვირილას სასამართლოს დარბაზში ჩაატარეს ქართული სპექტაკლი / ა. თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო თუ ფული?“.

ცნობილია, რომ 1898 წელს ალექსანდრე არაბიძემ საკუთარი შენობა დაუთმო თეატრს. ამავე წლის გაზეთ „კვალში“ ვკითხულობთ: - „აქაურ სცენისმოყვარე ახალგაზრდობამ დაარსა ბ-ნ ალ. არაბიძის შენობაში სამუდამო თეატრი, რომელიც სუყველაფრით კარგადაა მოწყობილი, როგორც სცენით, დეკორაციით და ფარდით, აგრეთვე საჯდომ ადგილებით და ბუფეტით“.

თეატრისადმი ინტერესმა შენობის აგების აუცილებლობა განაპირობა. ჩამოყალიბდა „ყვირილის თეატრის ამხანაგობა“, რომლის ძალისხმევითაც 1904 წლის მაისში „ამხანაგობის თეატრი“ ოფიციალურად გაიხსნა. წარმოდგენებში თბილისიდან ჩამოსული მსახიობებიც მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ, 1906 წელს „ამხანაგობის თეატრის“ შენობა დაიწვა. ამის შემდეგ თეატრალური წარმოდგენები სხვადასხვა ადგილებში იმართებოდა.

ზეტაფონის სახელმწიფო თეატრი 1939 წელს დაარსდა. თეატრალური დასი რკინიგზელთა კლუბში მუშაობდა. პირველი წარმოდგენა - ვ. გაბისკირიას „მათი ამბავი“ (რეჟისორი დ. ანთაძე).

1941 წლიდან, სამამულო ომის დაწყების გამო, ზესტაფონის თეატრალურ დასს მუშაობაში ხელი შეეშალა, რადგან მსახიობთა დიდი ნაწილი ფრონტზე გაიწვიეს.
1949 წელს მოხდა სახელმწიფო თეატრის ლიკვიდაცია. მსახიობებმა მუშაობა ცალკეულ დრამატულ წრეებში გააგრძელეს.

ზესტაფონის თეატრის ახლანდელი შენობა 1962 წელს გაიხსნა, სადაც ბინა სახალხო თეატრმა დაიდო. პირველი სპექტაკლი - ვ. კანდელაკის „ამაღლებული სოფელი“ (რეჟისორი მ. ვაშაძე).

1964 წელს სახალხო თეატრს უშანგი ჩხეიძის სახელი მიენიჭა.
1990 წელს ზესტაფონის სახალხო თეატრს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა. პირველი სპექტაკლი - ო. ჩხეიძის „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი, ანუ ამბავი სულით დავრდომილთა“ (რეჟისორი ლ. პაქსაშვილი).
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    ანტონ ჩეხოვის "თოლია"


    დამდგმელი რეჟისორი ნინო ლიპარტიანი

    0 1