El.GE
iსკოლა
ვებინარები

სსიპ კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ქ. თბილისი, მარჯანიშვილის 8
info@marjanishvili.com
+995 32 2954001
მარჯანიშვილის თეატრს დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. თეატრი მისი დამაარსებლის - კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების ერთგული რჩება. ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, მაყურებელზე ორიენტირებული რეპერტუარით მან მოახერხა „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელი დაემკვიდრებინა. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია. მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს. 2006 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძე. თეატრში მუშაობენ საუკეთესო მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, კომპოზიტორები, ეს ის გუნდია, რომელიც განაპირობებს თეატრის წარმატებას და აქტუალურობას. ყველა საპრემიერო წარმოდგენა დიდი მოვლენაა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში.
მარჯანიშვილის თეატრი მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა. 2015 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალურ კონვენციის _ ETC -ის სრულუფლებიანი წევრი გახდა!
კონვენციის წევრობა გულისხმობს ევროპული თეატრების ოჯახში გაერთიანებას. მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობას, ერთობლივი პროდუქციის შექმნას და იდეების განხორციელების შესაძლებლობას.

თეატრი მუდმივად მასპინძლობს (უფასო ბილეთები):
დევნილებს ომისა და შრომის ვეტერანებს ყოფილ პატიმრებსა და მათ ოჯახებს მზრუნველობა მოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მოხუცებს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს.

საგანმანათლებლო პროექტი:
2013 წლიდან ვმასპინობთ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტების „ერთი საათი თეატრში“, რაც გულისხმობს მუზეუმში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალის გაცნობა დათვალიერებას.

საერთაშორისო პროექტები:
„შემოქმედებითი ევროპის“ კულტურის ქვეპროგრამის 2015 წლის კონკურსის შედეგების თანახმად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ევროპული თეატრების ქსელთან (European Theatre Convention) თანამშრომლობით, დაფინანასება მოიპოვა. გამარჯვებული პროექტი - „ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ - პარტნიორ თეატრებთან ერთად განხორციელდა.

გვაქვს ერთობლივი და გაცვლითი პროექტები:
დიდ ბრიტანეთთან , მაკედონიასთან, საბერძნეთთან, პოლონეთთან, აზერბაიჯანთან, უკარინასთან და იტალისთან.
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    ქაქუცა ჩოლოყაშვილი


    ლევან წულაძე

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    ფაუსტი


    ლევან წულაძე

    0 0
    • ენა:
    • თარიღი:

    როგორც გენებოთ


    ლევან წულაძე

    0 0