iსკოლა
ვებინარები
პარტნიორები

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 99/1
http://www.mozardi.ge
ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი 1928 წელს შეიქმნა უნიჭიერესი ხელოვანის, პატრიოტისა და მოქალაქის – ალექსანდრე თაყაიშვილის თაოსნობით. სხვადასხვა დროს თეატრში მოღვაწეობდნენ ქართული თეატრის გამოჩენილი რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები და ქორეოგრაფები, რომლებმაც თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში. მრავალი წლის მანძილზე შემოქმედებითი გუნდი თეატრში დადგმული სპექტაკლებით ცდილობდა ახალგაზრდებისათვის ჩაენერგა კულტურულ-ესთეტკიური ღირებულებები, სცენაზე შექმნილი პერსონაჟების მეშვეობით მაგალითი მიეცა და აღეზარდა საქართველოსთვის ღირსეული საზოგადოება. მრავალმა სპექტაკლმა თეატრალური საზოგადოების აღიარება და მაყურებელთა დიდი სიყვარული დაიმსახურა.
ამჟამად თეატრს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, კულტურული და საგანმანათლებლო სპექტაკლების მეშვეობით ხელი შეუწყოს მომავალი მოქალაქეების აღზრდას, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ ღირსეულ, აქტიურ, განათლებულ და თანამედროვე საზოგადოებაში სწორად ინტეგრირებულ ახალგაზრდებად, რომლებიც თავიანთ ძალისხმევას საზოგადოების საკეთილდღეოდ მიმართავენ.