iსკოლა
ვებინარები
პარტნიორები

ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA)
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (BIST)

ლეო კვაჭაძის 17, თბილისი 0186, საქართველო
info@bga.ge; 253bist@bist.ge
+ 995 322 251 253
www.bga.ge; www.bist.ge
ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. ჩვენი მიზანია მოსწავლეებს შევთავაზოთ ჰოლისტური საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, წარმატებით გაართვან თავი თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებს. მრავალფეროვანი და დაბალანსებული ორენოვანი სასწავლო კურიკულუმი, ინოვაციური სასწავლო მეთოდები, სოციალური პასუხისმგებლობების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები უზრუნველყოფს ჩვენი მოსწავლეების, როგორც აკადემიურ, ასევე სოციალურ და პიროვნულ განვითარებას. მიგვაჩნია, რომ სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი გამორჩეული და მნიშვნელოვანია, სჭირდება ყურადღება, ზრუნვა, მუდმივი წახალისება და დახმარება საკუთარი პოტენციალის, შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში.

თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (BIST) კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომლის მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა ბრიტანულ და საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებს ეფუძნება. BIST-ი დარეგისტრირებულია როგორც კემბრიჯის სკოლა, გახლავთ ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) წევრი და COBIS-ის მიერ აკრედიტებული სკოლის სტატუსი აქვს მინიჭებული (COBIS Patron’s Accredited School). BIST-ის საერთაშორისო გარემო მულტიკულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ჩვენთან 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე სწავლობს, ჩვენი აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის წევრებიც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები არიან. BIST-ის მასწავლებლები, რომელთა მშობლიური ენა ინგლისურია, კვალიფიცირებული და გამოცდილი პროფესიონალები არიან. BIST-ის მიზანია მოსწავლეებს საუკეთესო ხარისხის განათლება მისცეს და საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაცია მიანიჭოს.

ჩვენ გვჯერა, რომ BGA-ისა და BIST-ის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები, რომლებსაც სიამოვნებით ვაზიარებთ el.ge-ის პლატფორმის მეშვეობით, ხელს შეუწყობს რესურსების ერთიანი ბანკის შექმნას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების პროცესს. დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ ქართულ და ინგლისურ ენებზე შექმნილი ეს რესურსები სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებისთვის გამოიყენონ.
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    აკაკი წერეთლის "გამზრდელი" - გაკვეთილი I


    ბრიტანულ-ქართული აკადემია

    0 1
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    აკაკი წერეთლის "გამზრდელი" - გაკვეთილი II


    ბრიტანულ-ქართული აკადემია

    0 1
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    აკაკი წერეთლის "გამზრდელი" - გაკვეთილი III


    ბრიტანულ-ქართული აკადემია

    0 1
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    აკაკი წერეთლის "გამზრდელი" - გაკვეთილი IV


    ბრიტანულ-ქართული აკადემია

    0 1
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    საფრანგეთი - რესპუბლიკიდან იმპერიამდე


    ბრიტანულ-ქართული აკადემია

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები


    ბრიტანულ-ქართული აკადემია

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    ამინომჟავები


    ბრიტანულ-ქართული აკადემია

    5 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    გოგირდი და მისი შემცველი ნაერთები


    ბრიტანულ-ქართული აკადემია

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    ნიადაგი და მისი სტრუქტურა


    ბრიტანულ-ქართული აკადემია

    5 2
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    პროცენტი


    ბრიტანულ-ქართული აკადემია

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    სამკუთხედების მსგავსება


    ბრიტანულ-ქართული აკადემია

    0 0
  • სახალისო და პრაქტიკული დავალებები


  • რეკომენდაცია მშობლებს