iსკოლა
ვებინარები
პარტნიორები

ლუპი

ქ. თბილისი, ოთარ ჭილაძის ქუჩა #166/6
Info@lupi.ge
lupi.ge
ლუპი არის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა II – IX კლასელთათვის, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ ქართული, ინგლისური და მათემატიკა სახლის პირობებში.
მოსწავლე რეგისტრირდება საიტზე, ირჩევს კლასსა და საგანს და იწყებს დღიური დავალებების შესრულებას. დღიური ნორმის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გააგრძელოს ვარჯიში მანამ, სანამ არ დაიღლება, ან დაისვენოს და მომდევნო დღეს მომდევნო დავალება შეასრულოს.
მეცადინეობისას მოსწავლე აგროვებს ქულებს, რითაც ის წინ მიიწევს რეიტინგში. დავალებების ყოველდღიურად შესრულებისას მოსწავლე, ასევე, აგროვებს ტონუსს, მინიმუმ, 30 ტონუსის დაგროვების შემდეგ კი იღებს დიპლომს. ეს ყველაფერი მას ხელს უწყობს, იყოს მუდმივად მოტივირებული, რაც აუცილებელია შინაურულ, კომფორტულ გარემოში მეცადინეობისას. სწავლის პროცესის გასახალისებლად პლატფორმაში, ასევე, ჩართულია თამაშის ელემენტები.
ლუპის დავალებები არ არის ქაოტურად დალაგებული, არამედ დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. მისი ალგორითმი ისე არის შექმნილი, რომ კურსი ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად ერგება. ყოველი მომდევნო კითხვა დამოკიდებულია წინა კითხვებზე გაცემულ პასუხებზე და, დაახლოებით, 100 კითხვის შემდეგ ლუპი სრულად პერსონალური ხდება. ლუპის ბაზა მოიცავს 70 000-ზე მეტ ტესტს, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს სულ ახალ-ახალი ტესტები აკეთოს.