iსკოლა
ვებინარები
პარტნიორები

English Book Education

2007 წლიდან English Book Education საგანმანათლებლო სექტორში აქტიურად მოღვაწეობს. ჩვენ მოვიცავთ 6 საგანმანათლებლო სექტორს: უმაღლესი განათლება, საშუალო სკოლა, TOEFL გამოცდები, უწყვეტი პროფესიული განათლება, სკოლებისთვის წიგნის კლუბი.
ამასთან ერთად English Book Education წარმატებით თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან როგორიცაა: Macmillan Education, Pearson, Oxford University Press, Cambridge University Press, National Geographic Learning, Penguin, Random House, Bloomsbury, Harper Collins, სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში English Book Education, Macmillan Education და Pearson Education-თან ერთად, ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს Teachers’ Union-ში უფასოდ გაწევრიანებას ერთი წლის ვადით.

Teachers’ Union-ის წევრობა გაძლევთ შემდეგი რესურსებზე უფასო წვდომას:
· Onestopengish - მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ონლაინ პლატფორმა, სადაც 9000-ზე მეტი დამატებითი რესურსია მოცემული, რომლის გამოყენება თითოეულ გაკვეთილზეა შესაძლებელი. პლატფორმა ასევე მოიცავს მზა გაკვეთილებს და საგაკვეთილო გეგმას. OneStopEnglish განკუთვნილია I-XII კლასის მოსწავლეებისთვის.
· Primary Academy- I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც მოიცავს, სხვადასხვა ვიდეო თუ აუდიო მასალას და სავარჯიშოებს, ფონეტიკაზე, გრამატიკაზე, ლექსიკასა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე.

იმისთვის, რომ ისარგებლოთ აღნიშნული რესურსებით, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:
1. გადადით ვებგვერდზე www.englishbookcpd.co.uk;
2. იპოვეთ ღილაკი Teachers’ Union და გაიარეთ რეგისტრაცია;
3. დასტურის მიღების შემდეგ საშუალება გაქვთ, ისარგებლოთ ყველა რესურსით.

გვჯერა, რომ Teachers’ Union-ის წევრობა ხელს შეგიწყობთ სწავლა/სწავლების პროცესის გამარტივებასა და პროფესიულ განვითარებაში.