iსკოლა
ვებინარები
პარტნიორები

ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია მინერვა

ბესიკის ქუჩა 4, ბიზნეს ცენტრი ბესიკზე, ოფისი 405
info@ngominerva.org
032 2999015
www.ngominerva.org
მინერვა
ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია - ა(ა)იპ „მინერვას“ საქმიანობა ორიენტირებულია უპირველესად სწავლების, სამეცნიერო კვლევების ჩატარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისკენ. მინერვას მთავარი მიზანია საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობა და ხელშეწყობა, განათლების სიტემაში თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება; ტურიზმისა და გარემოს დაცვის მიმართულებით კვლევების განხორციელება; იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია; იტალიური ენის სასწავლო და სმეცნიერო მასალების შექმნა და ელექტრონულ პლათფორმაზე განთავსება; იტალიური ენის მასწავლებლების შერჩევა, გადამზადება და იტალიური ენის როგოც მეორე და მესამე უცხოური ენის სწავლების კოორდინირება საქართველოს საჯარო სკოლებში.
ა(ა)იპ „მინერვას“ დაქვემდებარებაშია იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი „მინერვა“ და ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციის, კვლევისა და განვითარების ინსტიტუტი - „მინერვა ინტის“.
ორგანიზაციამ იტალიის საელჩოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით შექმნა იტალიური ენის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის ელექტრონული სასწავლო პლათფორმა "e-Learning Minerva".