თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის, მოგვმართეთ: info@el.ge
თუ ხარ დარეგისტრირებული, გაიარე ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ: info@el.ge
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook
Microsoft 365 ავტორიზაცია
ახალი ერთდაფიანი კომპიუტერი Windows-თან, Linux-სა და Arduino-სთან თავსებადობით
თარიღი: 06/04/2020
პარტნიორი: Overclockers GE
შესაკვეთად უკვე ხელმისაწვდომია საინტერესო ერთდაფიანი კომპიუტერი - Odyssey X86J4105800, რომელიც წარმოდგენილია პლატფორმა SEEED Studio-ზე 190 აშშ დოლარად.
კომპიუტერის ზომა 110 × 110 მილიმეტრია. საფუძვლად უდევს პლატფორმა Intel Gemini Lake: დაფა დაკომპლექტებულია 14-ნანომეტრიანი Celeron J4105 პროცესორით, რომელიც შეიცავს ოთხ ბირთვს 1.5 გჰც სიხშირით (დინამიურად 2.5 გჰც-მდე გაზრდის შესაძლებლობით) და გრაფიკულ ამაჩქარებელს - Intel UHD Graphics 600.
LPDDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გბ-ს შეადგენს. აღჭურვილობაში შედის უსადენო კავშირების ადაპტერები - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 5.0, აგრეთვე ორპორტიანი ქსელური ადაპტერი Gigabit Ethernet.
ხელმისაწვდომ ინტერფეისებში შედის თითო USB 3.1 Type-C და USB 3.1 Type-A, ორი პორტი USB 2.0 Type-A, HDMI 2.0a პორტი, კონექტორი M.2 2242/2280 და სლოტი microSD ბარათისთვის.
მინი-კომპიუტერს შეუძლია იმუშაოს Windows და Linux ოპერაციულ სისტემებთან. უფრო მეტიც, უზრუნველყოფილია თავსებადობა პლატფორმა Arduino-სთან - შესაბამის ფუნქციონალზე პასუხისმგებელია პროცესორი Microchip ATSAMD21G18 ARM Cortex M0+.