iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

GeForce RTX 3060 სერიის ვიდეო დაფებს ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება და 3840 CUDA ბირთვი რესურს VideoCardz-ის ინფორმაციით

GeForce RTX 3060 სერიის ვიდეო დაფებს ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება და 3840 CUDA ბირთვი რესურს VideoCardz-ის ინფორმაციით

თარიღი: 21/09/2020

პარტნიორი: Overclockers GE

რა სჭირდება გეიმერების უმეტესობას? არა ენთუზიასტებს, არა "4k all maxed out" მოყვარულებს, არამედ Steam-ის ბაზის თითქმის 70%-ს, რომლებიც იყენებენ GTX 1060 დაფასა და 1080p გაფართოების მონიტორებს? 

ეს არის პატარა, ცივი, არამომთხოვნი RTX 3060 მოდელი 60+ FPS-ითა და Full HD მხარდაჭერით.  

განსაკუთრებით სასურველი ეს ვიდეო დაფა გახდა პორტალ VideoCards.com-ზე ინფორმაციის განთავსების შემდეგ, სადაც მოცემულია, რომ ამ სერიის დაფებს ექნება GDDR6 ტიპის 8 გბ მეხსიერება. ამგვარად, საშუალო სეგმენტის ახალი დაფა თავისუფლად უზრუნველყოფს 60 FPS-ს 1080p გაფართოებაზე ყველა თამაშში. შესაძლოა, გამოჩნდეს რამდენიმე გამონაკლისი RDR2 ტიპის სახით, თუმცა საერთო სურათი არ იცვლება - ეჭვგარეშეა, ჩვენ წინაშეა მომავალი ბესტსელერი და პერსონალური კომპიუტერების მილიონობით მომხმარებლის ფავორიტი. 

დაინტერესებული პირები ელოდებიან RTX 3060 სერიის საცალო გაყიდვაში გამოსვლას. პროგნოზების მიხედვით თუ განვსჯით, დაახლოებით 300 აშშ დოლარად შესაძლებელი იქნება RTX 2070 დაფის დონის წარმადობის მიღება, რაც ნამდვილად არ იქნება ცუდი გადაწყვეტილება. 

 

წყარო: Overclockers GE