iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

აშშ-ში ასტრონავტების მომზადებას ტელეშოუდ გადააქცევენ: გამარჯვებული ათი დღით კოსმოსში გაემგზავრება

აშშ-ში ასტრონავტების მომზადებას ტელეშოუდ გადააქცევენ: გამარჯვებული ათი დღით კოსმოსში გაემგზავრება

თარიღი: 21/09/2020

პარტნიორი: Overclockers GE

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, აშშ-ში ამოქმედდება ახალი რეალითი-შოუ, რომლის მთავარი ჯილდო იქნება მოგზაურობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ. შოუ „კოსმოსის გმირი“-ს (Space Hero) პროდიუსერმა კომპანიამ უკვე დაჯავშნა ადგილი ხომალდ SpaceX Crew Dragon-ის ეკიპაჟის წევრებს შორის. ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2023 წელს უნდა გაფრინდეს.  

არსებული ცნობების თანახმად, ახალი რეალითი-შოუ იქნება შეჯიბრი „ნებისმიერი წარმომავლობის უბრალო ადამიანებს შორის, რომელთა კოსმოსისადმი დიდი სიყვარული გააჩნიათ“. შოუს მსვლელობისას მონაწილეები გაივლიან ასტრონავტების მომზადების ერთგვარ პროგრამას, რომელიც მოიცავს ფიზიკურ შემოწმებას, თავსატეხებისა და სხვადასხვა ამოცანების ამოხსნას, აგრეთვე რთული ემოციური სიტუაციების გადალახვას. შეჯიბრის გამარჯვებული გამოვლინდება მაყურებლების მიერ ხმისმიცემით. გარდა ამისა, პროდიუსერები აპირებენ მთლიანად გააშუქონ გამარჯვებულის ფრენა კოსმოსურ სივრცეში, მათ შორის მომზადების პროცესი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრენა და დედამიწაზე დაბრუნება, აგრეთვე ათი დღის განმავლობაში სადგურზე ყოფნის პერიოდი. 

ხსენებული პროექტი რეალიზდება Axiom Space-თან ერთად, რომელიც აწარმოებს ორბიტალური სადგურის ამერიკული კომპანიის, აგრეთვე NASA-ს მოდულებსა და კომპონენტებს. რეალიზების რა ეტაპზე იმყოფება პროექტი და როდის დაიწყება რეალითი-შოუ, ჯერჯერობით უცნობია. 

უნდა აღინიშნოს, რომ ადრე აშშ-მ უკვე სცადა კოსმოსში ფრენებთან დაკავშირებული რეალითი შოუების გადაღება. ერთ-ერთი იყო პოპულარული პროგრამა „კოსმოსური რბოლა“ (Space Race), რომელიც შეიქმნა კერძო კომპანია Virgin Galactic-ის თანამონაწილეობით, თუმცა დაიხურა რაკეტის სატესტო ფრენისას მომხდარი კატასტროფის შემდეგ 2015 წელს. 

 

წყარო: Overclockers GE