iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Kraken გახდა პირველი კრიპტობირჟა აშშ-ში, რომელმაც ბანკის სტატუსი მიიღო

Kraken გახდა პირველი კრიპტობირჟა აშშ-ში, რომელმაც ბანკის სტატუსი მიიღო

თარიღი: 19/09/2020

პარტნიორი: Overclockers GE

Bitcoin-ბირჟა Kraken-მა აშშ-ში პირველმა მიიღო სპეციალური დანიშნულების სადეპოზიტო დაწესებულების სტატუსი, რომელიც მას ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტის ფუნქციებს ანიჭებს. კალიფორნიული კომპანიის შესაბამისი განაცხადი დააკმაყოფილა ვაიომინგის საბანკო საბჭომ.  

მოცემული სტრუქტურა შემუშავდა სპეციალურად კრიპტო კომპანიებისთვის. იგი Kraken-ს საშალებას მისცემს უარი თქვას გარე პროვაიდერებზე და დამოუკიდებლად შეასრულოს გარკვეული საბანკო ფუნქციები. მათ შორისაა დეპოიტების მიღება, სამეურვეო სერვისები და ციფრული აქტივების მენეჯმენტი. 

მარეგულირებელი განსაზღვრების მიღწევის შედეგად Kraken პირდაპირ წვდომას იღებს ფედერალურ საგადახდო ინფრასტუქტურაზე და ტრადიციულ ფინანსურ სისტემასა და კრიპტოვალუტებს შორის სრულფასოვანი ხიდის შექმნას აპირებს. მისი ნაწილი იქნება საკუთარი სადებეტო ბარათები ციფრული აქტივების მხარდაჭერით, აგრეთვე საპროცენტო და საპენსიო ანგარიშები. 

ახალი შესაძებლობების რეალიზებისთვის Kraken ხსნის ახალ ქვეგანყოფილებას შტაბ-ბინით შაიენში, ვაიომინგში. მისი სახელწოდებაა Kraken Financial. სამომავლოდ გეგმაშია Kraken Financial-ის გასვლა გლობალურ ბაზარზე. 

მიმდინარე წლის დასაწყისში სოციალური დანიშნულების სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობის ნებართვის მიღების გეგმის შესახებ განაცხადა კომპანია Blockstream-ის ძალისხმევით შექმნილმა კრიპტობანკმა Avanti-მ. 

შეგახსენებთ, ივლისში Kraken-მა ბანკის ავტორიზებული პარტნიორების ამონათვალში დაამატა MVB ბანკი. მომხმარებლებმა, რომლებმაც  ამ ფინანსურ დაწესებულებაში გახსნეს ანგარიში, შეძლეს მისი გამოყენება ფიატში დეპოზიტების შესატანად. 

 

წყარო: Overclockers GE