iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Microsoft ამზადებს განახლებულ Surface Pro X-ს ახალ SQ2 პროცესორით

Microsoft ამზადებს განახლებულ Surface Pro X-ს ახალ SQ2 პროცესორით

თარიღი: 19/09/2020

პარტნიორი: Overclockers GE

ცნობილია, რომ მიმდინარე წელს Microsoft  წარადგენს განახლებულ პლანშეტ Surface Pro X-ს. როგორც წესი, მეორე თაობის მოწყობილობა წინა თაობისგან უმნიშვნელოდ იქნება განსხვავებული. 

კერძოდ, მოსალოდნელია Snapdragon 8cx Gen 2 5G-ს საფუძველზე არსებული Microsoft SQ2 პროცესორის გამოყენება. პირველი თაობის SQ1 პროცესორი იყო სტანდარტული Snapdragon 8cx აჩქარებული ცენტრალური და გრაფიკული პროცესორებით. ახალი ჩიპი დამყარებულია წინა არქიტექტურაზე, თუმცა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები აქვს. პროცესორის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია.  

ცვლილებები შეეხება გრეგნულ დიზაინსაც. კორპუსი იქნება პლატინისფერი, რაც ტრადიციულად Microsoft Surface მოწყობილობებში გამოიყენება. Surface Pro X იქნება ამ ფერის პირველი მოდელი ბრენდში. ასევე, ამ დრომდე იგი კალავიტურის ფერთა ვარიანტების გარეშე იყო წარმოდგენილი, ახალი თაობის პლანშეტში კი შემოავაზებული იქნება სხვადასხვა ვარიანტის კლავიატურა. 

სავარაუდოდ, AMD64 არქიტექტურის ემულაცია პროგრამის მონაწილეების მიერ ტესტირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლომდე. ამჟამად Windows ARM-ზე შესაძლებელია თავდაპირველად გამოვიდეს აპლიკაციები ARM-სა და x86 არქიტექტურაზე ემულაციით. 

როგორც წესი, Microsoft-ის ანონსები მოსალოდნელია ოქტომბერში. 

 

წყარო: Overclockers GE