iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

სუპერმძლავრი Big Navi-ს საპასუხოდ NVIDIA გეგმავს Titan Ampere ვიდეო დაფის გამოშვებას

სუპერმძლავრი Big Navi-ს საპასუხოდ NVIDIA გეგმავს Titan Ampere ვიდეო დაფის გამოშვებას

თარიღი: 18/09/2020

პარტნიორი: Overclockers GE

რამდენიმე დღეში დაიწყება NVIDIA Ampere სერიის ახალი ვიდეო დაფების გაყიდვა. ყველაზე მძლავრი მოდელი იქნება GeForce RTX 3090, იგი მომხმარებლებს შესთავაზებს 24 გბ სწრაფ GDDR6x მეხსიერებას, რომელიც მუშაობს 19.5 გბ/წმ სიჩქარით, ჯამური სიჩქარე კი არის  936 გბ/წმ. ეს დაფა შეიცავს 10496 CUDA ბირთვს და აქვს 628,4 მმ2 ფართობი. NVIDIA-ს ხელმძღვანელ ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, სწორედ ამ დაფას ერგო ფლაგმანის როლი.  

წინ გველის AMD-ის ფლაგმანური ვიდეო დაფა Big Navi-ს ანონსი, რომელიც უნდა გახდეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი. უფრო მეტიც, სწორედ იგი გაუწევს კონკურენციას გიმინგ მონსტრ GeForce RTX 3090-ს. ზოგიერთ არაოფიციალურ წყაროში ნათქვამია, რომ სერიის ყველაზე სწრაფ მოდელს ექნება HBM2 მეხსიერება, თანაც მოცულობითაც უფრო მეტი, ვიდრე NVIDIA-ს ფლაგმანს შეუძლია შემოგვთავაზოს. ინფორმაცია ჯერჯერობით მოარული ხმების დონეზეა, თუმცა ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ NVIDIA-ს აქვს პასუხი Big Navi-სთვის. 

დაუდასტურებელი ცნობებით, 2021 წლის პირველ კვარტალში NVIDIA-მ შესაოა წარადგინოს სუპერმძლავრი GeForce RTX Titan Ampere, რომლის შესახებ ცნობები ამ დრომდეც ვრცელდებოდა. წყაროების ინფორმაციით მას ექნება 48 გბ GDDR6x მეხსიერება დაუჯერებელი სიჩქარით - 23 გბ/წმ. როგორც ჩანს, ეს იქნება საპასუხ მანევრი AMD-სთვის, რომელიც საკუთარ Big Navi-ს „NVIDIA Killer“-ად მოიხსენიებს. 

ინსაიდერები მიუთითებენ, რომ ამ შემხვევაში ყველაფერი AMD-ს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული: თუკი „წითლების“ პროდუქტი GeForce RTX 3090 დაფაზე აღმატებული იქნება, ახალი Titan Ampere აუცილებლად გამოვა გაყიდვაში. არაოფიციალურად მისი ფასიც ცნობილია - 3500 აშშ დოლარი, წარმადობის მხრივ კი, დაუდასტურებელი ცნობით, იგი RTX 3090 დაფაზე მხოლოდ 10%-ით მეტი წარმადობის მქონე იქნება. 

 

წყარო: Overclockers GE