iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Apple-მა წარადგინა განახლებული iPad პროცესორით, რომელიც „წარმადობის უზარმაზარ ზრდას უზრუნველყოფს“

Apple-მა წარადგინა განახლებული iPad პროცესორით, რომელიც „წარმადობის უზარმაზარ ზრდას უზრუნველყოფს“

თარიღი: 18/09/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია Apple-მა პრეზენტაციაზე წარადგინა ახალი სმარტ საათი Apple Watch, ახალი iPad და iPad Air. გარდა ამისა წარდგენილ იქნა განახლებული სტანდარტული, მერვე თაობის iPad.  

ახალი მოწყობილობის მთავარ მახასიათებლად კომპანია მიიჩნევს „უზარმაზარ ნახტომს წარმადობაში“. მას უზრუნველყოფს პროცესორი Apple A12 Bionic, რომელიც გამოიყენებოდა iPhone Xs-სა და Apple-ს სხვა წინა თაობის სმარტფონებში. Apple A10 ჩიპთან შედარებით, რომელიც საფუძვლად უდევს გასული წლის მეშვიდე თაობის iPad-ს, ზემოთხსენებული ჩიპი რეალურად უზრუნველყოფს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას. Apple გვპირდება გრაფიკული წარმადობის ორმაგ ზრდას, აგრეთვე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში მუშაობის შესაძლებლობას. 

image.jpeg 

ახალი iPad ფაქტობრივად არ განსხვავდება წინამორბედისგან, Apple აცხადებს, რომ მისთვის გამოდგება წინა თაობის ქეისებიც კი. ახალ პლანშეტს აქვს 10.2-დუიმიანი Retina-დისპლეი საკმაოდ დიდი ჩარჩოთი, ერთ-ერთ მათგანზე განთავსებულია ფრონტალური კამერა, მეორეზე - Home-ღილაკი თითის ანაბეჭდის სკანერით. სამწუხაროდ, ისევე როგორც ადრე, გამოიყენება Lightning-კონექტორი უნივერსალური USB Type-C პორტის ნაცვლად. 

მერვე თაობის iPad თავსებადია პირველი თაობის Apple Pencil-თან ისევე, როგორც მისი წინამორბედი. თუმცა ახალი iPad OS 14 უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა ტექსტის ხლით წერა და სხვა. თუმცა ეს ფუნქციები განახლების შედეგად წინა თაობის მოდელშიც გახდება ხელმისაწვდომი. 

image.jpeg 

მერვე თაობის ახალი iPad ხელმისაწვდომი იქნება მუქ ნაცრისფერ, ვერცხლისფერ და ოქროსფერ ფერებში, 32 და 128 გბ ფლეშ-მეხსიერების მქონე ვერსიებად. ყველაზე ხელმისაწვდომი მოდიფიკაცია მხოლოდ Wi-Fi-ს მხარდაჭერით გაიყიდება 329 აშშ დოლარად. 4G LTE ქსელის მხარდაჭერის მქონე ვერსიის ფასი იქნება დაახლოებით 459 აშშ დოლარი. მოწყობილობებზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაწყებულია, გაყიდვის თარიღად კი ჩანიშნულია 18 სექტემბერი. 

 

წყარო: Overclockers GE