iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

მხოლოდ „ჩინელები“ და მხოლოდ Snapdragon 865: Android-სმარტფონების ივლისის რეიტინგი AnTuTu-ზე

მხოლოდ „ჩინელები“ და მხოლოდ Snapdragon 865: Android-სმარტფონების ივლისის რეიტინგი AnTuTu-ზე

თარიღი: 08/08/2020

პარტნიორი: Overclockers GE

პოპულარულმა ბენჩმარკმა AnTuTu-მ გამოაქვეყნა ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონების ივლისის რეიტინგი.  

ყველაზე მძლავრი მოწყობილობების ათეულში მოხვდა მხოლოდ ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული მოდელები. ეს კომპანიებია OPPO, Xiaomi და მისი შვილობილი ბრენდი Redmi, Vivo და შვილობილი iQOO, Realme და Meizu. 

ივლისის რეიტინგის ყველა წარმომადგენელი აგებულია Qualcomm-ის მიერ წარმოებულ Snapdragon 865 პროცესორზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 ან 12 გბ. 

რეიტინგის სათავეშია მოდელი OPPO Find X2 Pro, რომელსაც მოსდევს OPPO Find X2. მესამე ადგილზეა სმარტფონი Redmi K30 Pro Zoom Edition. 

image.jpeg 

ჯამში რეიტინგი ამგვარად გამოიყურება: 

  1. Oppo Find X2 Pro — 613 048 ქულა; 

  1. Oppo Find X2 — 606 490 ქულა; 

  1. Redmi K30 Pro Zoom Edition — 601 706 ქულა; 

  1. Xiaomi Mi 10 Pro — 600 840 ქულა; 

  1. iQOO Neo 3 — 596 141 ქულა; 

  1. Oppo Ace 2 — 595 408 ქულა; 

  1. Vivo X50 Pro+ — 595 404 ქულა; 

  1. Realme X50 Pro — 588 837 ქულა; 

  1. Meizu 17 Pro — 587 483 ქულა; 

  1. iQOO 3 — 587 087 ქულა. 

ცხადია, აგვისტოს რეიტინგში გამოჩნდება უახლესი გეიმინგ-სმარტფონები Snapdragon 865 Plus პლატფორმით. ამ ჩიპის მაქსიმალური სიხშირე 3.09 გჰც-ს აღწევს, Snapdragon 865-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2.84 გიგაჰერცია. 

 

წყარო: Overclockers GE