iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

ახალი დეტალები 10-ნანომეტრიანი Intel Alder Lake პროცესორების შესახებ -დამზადებულია დიდი რაოდენობით კონფიგურაციები

ახალი დეტალები 10-ნანომეტრიანი Intel Alder Lake პროცესორების შესახებ -დამზადებულია დიდი რაოდენობით კონფიგურაციები

თარიღი: 08/08/2020

პარტნიორი: Overclockers GE

ჰიბრიდული არქიტექტურის მქონე მე-12 თაობის Intel Core პროესორების სერია, ასევე ცნობილი, როგორც big.LITTLE, 2021 წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს, რაც კომპანიამ გასულ თვეში დაადასტურა. ამ დრომდე გავრცელებული მახასიათებლების თანახმად, Alder Lake-S სერიის პროცესორებში მინიმუმ სამნაირი ვარიანტი იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა ახალი ცნობებით, Intel ამზადებს გაცილებით მეტ პროცესორს სხვადასხვა კონფიგურაციით. 

პროცესორები დაყოფილია ორ სერიად: Alder Lake-S და Alder Lake-P. გაირკვა, რომ თითოეულ სერიაში შევა 2-დან 8 დიდი ბირთვის მქონე და 0-დან 8 პატარა ბირთვის მქონე პროცესორები. Alder Lake-S სერიაში წარმოდგენილი იქნება კონფიგურაციები მხოლოდ 1 ინტეგრირებული გრაფიკის ბლოკით, Alder Lake-P კი შემოგვთავაზებს 2 ბლოკამდე ინტეგრირებულ გრაფიკას, თუმცა ამასთან დიდი ბირთვების რაოდენობა 6-მდე იქნება შეზღუდული. პატარა ბირთვების რაოდენობაც ისევე, როგორც Alder Lake-S-ის შემხვევაში, იქნება 0-დან 8-მდე. ინტეგრირებული გრაფიკის მოდელი უცნობია, დიდი ალბათობით, ეს იქნება მომდევნო თაობის Intel Xe. 

ქვემოთ წარმოდგენილია ამჟამად ცნობილი Alder Lake სერიის ყველა მოდელი, პროცესორების კონფიგურაციები მითითებულია 8+8+1 ფორმით, სადაც პირველი ციფრი მიუთითებს დიდი ბირთვების რაოდენობაზე, მეორე ციფრი - პატარა ბირთვების რაოდენობაზე, მესამე კი - ინტეგრირებული გრაფიკის ბლოკების რაოდენობაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: coelacanth-dream.com 

image.png 

 

წყარო: Overclockers GE