iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Nvidia გეიმერებს მოუწოდებს ვიდეო დაფების სიმძლავრე კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამოიყენონ

Nvidia გეიმერებს მოუწოდებს ვიდეო დაფების სიმძლავრე კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამოიყენონ

თარიღი: 16/03/2020

პარტნიორი: Overclockers GE

ლიონობით ადამიანი ყიდულობს ძვირადღირებულ ვიდეო ბარათებს. ზოგი მათგან დღე-ღამის განმავლობაში თამაშობს და გამოცდილებას იძენს ვირტუალურ ბრძლებში; ზოგი ვიდეო დაფებს კრიპტოვალუტების მაინინგისთვის იმარაგებს; ზოგიერთი კი ამას აკეთებს იმიტომ, რომ თავი მოიწონოს ძვირადღირებული სისტემური ბლოკის გაძლიერებით. რ მიზნებიც უნდა არსებობდეს, დღესდღეობით ასეთ პირებს შანსი გაუჩნდათ საზოგადოებრივ სასიკეთო საქმეში გამოიყენონ თავიანთი „მებრძოლი მეგობარი“. 

თუკი შეიძინეთ ორი Nvidia Titan RTX და არ იცით რა მოუხერხოთ ასეთ დაუჯერებელ სიმძავრეს, NVIDIA-ს ამისთვის შესანიშნავი გადაწყვეტილება აქვს: Folding @ home. პროექტის არსი მდგომარეობას შემდეგში -  გაერთიანდეს ათეულ-ათასობით ვიდეო დაფის სიმძავრე კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის ძიებისთვის. 

მას შედეგ, რაც კომპიუტერში Windows-ზე მომუშავე სპეციალიზებულ აპლიკაციას დააყენებთ, მიიღებთ შესაძლებლობას დაარეგულიროთ სისტემა, გაანაწილოთ წარმადობა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო წამლის ძიებას შორის. 

image.png

NVIDIA-მ ეს გადაწყვეტილება 13 მარტს გაახმაურა. იგი საზოგადოებას მოუწოდებს საშიში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ და სურს დაამტკიცოს, რომ გეიმერებს მხოლოდ თამაშსა და გართობაზე მეტიც შეუძლიათ. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს მაინერებიც. მოვიდა დრო გამართლდეს ვირტუალური მონეტების მოპოვება, რომლისთვის გამოყენებული ენერგია მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. 

წყარო: Overclockers GE