iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ Bitcoin-ი ფულად აღიარა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ Bitcoin-ი ფულად აღიარა

თარიღი: 01/08/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კოლუმბიის საოლქო სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ბერილ ჰაუელმა განაცხადა, რომ Bitcoin-ი წარმოადგენს ფულის ფორმას და ექვემდებარება კანონმდებლობის ზემოქმედებას  ფულადი რესურსების გათეთრების შესახებ. 

განჩინების მიხედვით სასამართლოს საშუალება მიეცა არ მოხსნას ბრალდება თებერვალში დაპატიმრებულ, Coin Ninja-ს აღმასრულებელ დირექტორ ლარი დინ ჰარმონს. მას ბრალი ედება სამი მუხლით: 

  • კუთვნილი სერვისის მეშვეობით Helix მონეტების მიქშირებით დაახლოებით 311 მლნ აშშ დოლარის გათეთრება; 

  • ფულის გადარიცხვის არალიცენზირებული ბიზნესის მართვა; 

  • ფულადი რესურსების გადარიცხვის უკანონო საქმიანობაში ჩართვა. 

მოსამართლემ აღნიშნა, რომ ფული "ჩვეულებრივ ნიშნავს გაცვლით მეთოდს, გადახდის ან დაგროვების საშუალებას“. 

„Bitcoin-ი ყველა ამ თვისებას ფლობს“ - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2018 წელს აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა გაუსვა ხაზი, რომ Bitcoin-ს შეუძლია ჩაანაცვლოს დოლარი, იენი ან ევრო, ამიტომ ის არ შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ფასიანი ქაღალდი. 

 

წყარო: Overclockers GE