iსკოლა
ვებინარები

ბლოგი

Samsung-მა დაიწყო 5-ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივი წარმოება და უკვე მუშაობს 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე

თარიღი: 01/08/2020

პარტნიორი: Overclockers GE

სამხრეთკორეულმა გიგანტმა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ანგარიში. დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია ნახევრადგამტარ პროდუქციაში ახალი ტექნოლოგიური ნორმების დანერგვის შესახებ.  

ცნობილია, რომ Samsung-მა დაიწყო 5-ნანომეტრიანი პროდუქციის მასობრივი გამოშვება. როგორც ინტერნეტ-წყაროები ამტკიცებენ, ამ ტექნოლოგიით დამზადდება მომდევნო თაობის ფლაგმანური პროცესორი Exynosსაუბარია Exynos 1000 ჩიპზე, რომელიც საფუძვლად დაედება Galaxy S21 სერიის სამომავლო სმარტფონების მოდიფიკაციებს. ანონსი მოსალოდნელია მომდევნო წლის პირველ კვარტალში. 

ამას გარდა, ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ Samsung-ის სპეციალისტები მუშაობენ ჩიპების წარმოების 4-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე, თუმცა ამ ტექნოპროცესით წარმოებული კომერციული პროდუქტების გამოსვლის ვადაზე ცნობილი ჯერ არაფერია. 

image.jpeg 

Samsung-ი ასევე გვაცნობებს ინვესტიციების შესახებ, რომელიც მიმართულია კორეის ქარხნის საწარმოო სიმძლავრის გაფართოებისკენ. სწორედ აქ იქმნება EUV-პროდუქტების წარმოების ხაზი, რომეიც მზადდება 5-ნანომეტრიანი და უფრო მცირე ტექნოპროცესებით. ეს საწარმოო ხაზ გადამწყვეტ როლს შეასრულებს კომპანიისთვის - გააფართოვოს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამომავლო გადაწყვეტილებების გამოყენების მასშტაბები, რომელთა შორისაა 5G, მაალი წარმადობის გამოთვლები და ხელოვნური ინტელექტი. ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2021 წლის მეორე ნახევრისთვის. 

 

წყარო: Overclockers GE