iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

NVIDIA GeForce RTX Ampere: ვიდეო დაფების გამოშვებისა და მასობრივი წარმოების მიახლოებითი ვადები, ტექნიკური მახასიათებლები და მოდელების დასახელება

NVIDIA GeForce RTX Ampere: ვიდეო დაფების გამოშვებისა და მასობრივი წარმოების მიახლოებითი ვადები, ტექნიკური მახასიათებლები და მოდელების დასახელება

თარიღი: 31/07/2020

პარტნიორი: Overclockers GE

უახლესი ცნობებით, NVIDIA-ს ვიდეო დაფები მის კონკურენტ AMD-ის პროდუქციაზე ადრე გამოვა ბაზარზე. ზუსტი თარიღები არავინ იცის, რადგანაც NVIDIA, როგორც წესი, მსგავს დეტალებს არ ახმაურებს და ყველაზე საინტერესო ცნობებს ფინალური ანონსისთვის ინახავს. თუმცა, ინსაიდერები ამბობენ, რომ Ampere თაობის დაფები სექტემბერში უნდა გამოვიდეს.  

ეს ინფორმაცია დაუჯერებელი ჩანს, რადგანაც GeForce RTX 3090 ვიდეო დაფის რამდენიმე რეფერენსული ვერსიის გარდა ამ დრომდე ცნობილი არაფერი იყო. ამჟამად გამოჩნდა მორიგი ინფორმაცია, რომელშიც ზუსტადაა მითითებული გაყიდვის დაწყებისა და ვიდეო დაფების მასიური წარმოების თარიღები. 

როგორც ჩანს, ამამად მიმდინარეობს მზა მოდელბის ფინალური ტესტირება. მოწმდება დრაივერები, სრულყოფას განიცდის ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი გაგრძელდება აგვისტოს ბოლომდე და დაიწყება RTX 3000 სერიის ვიდეო დაფების მასობრივი წარმოება. დაახლოებით ერთ თვეში NVIDIA საწყობებში დააგროვებს ჩიპების საჭირო რაოდენობას, პარალელურად გამოუვებს რეფერენსულ მოდელებს და სექტემბრის ბოლოს ბაზარზე ახალი ვიდეო დაფები გამოვა. ინსაიდერები აღნიშნავენ, რომ გამოშვების ვადები განსხვავებული იქნება რეგიონებში: ზოგ ადგილას გამოვა სწრაფად, სხვაგან კი - გაცილებით გვიან. 

image.png 

ასევე ცნობილია ტექნიკური მახასიათებლების ნაწილი, რომელიც შეგიძლიათ ფოტოზე იხილოთ. როგორც ვხედავთ, ფლაგმანი იქნება RTX 3090, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც მასიური ვერსია და ასევე გამოვიდეს კოდური დასახელებით - Titan RTX Ampere. 

 

წყარო: Overclockers GE