iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

მედია: 8 მლრდ აშშ დოლარად შეფასებული Coinbase აქციებს განათავსებს საფონდო ბაზარზე

მედია: 8 მლრდ აშშ დოლარად შეფასებული Coinbase აქციებს განათავსებს საფონდო ბაზარზე

თარიღი: 11/07/2020

პარტნიორი: Overclockers GE

აშშ-ის უმსხვილესმა კრიპტოსავალუტო კომპანია Coinbase-მა დაიწყო მზადება საფონდო ბაზარზე აქციების განთავსებისთვის, რაც შესაძლებელია მიმდინარე წელსვე განხორციელდეს - წერს Reuters წყაროებზე დაწყრდნობით. 

ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ კომპანიაში განიხილება ბაზარზე გასვლა პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით ნაცვლად იმისა, რომ განხორციელდეს აქციების პირვანდელი შეთავაზება (IPO). მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მოვლენა მოხდება მიმდინარე წლის ბოლომდე. 

პირდაპირი ლისტინგი აქციების მფლობელებს საშუალებას მისცემს დაიწყონ ქაღალდების გაყიდვა დაბლოკვის პერიოდის გარეშე. განლაგების ამ მეთოდით კომპანია არ იზიდავს ახალ რესურსებს. 

2018 წლის ოქტომბერში დაფინანსების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ კომპანია შეფასდა 8 მლრდ აშშ დოლარზე მეტად.  

საფონდო ბაზარზე აქციების განავსებისთვის აუცილებელია, რომ Coinbase-მა მიიღოს ნებართვა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისგან  (SEC). 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში Coinbase-ის წარმომადგენლებმა უარყვეს გავრცელებული ხმები კომპანიის IPO-ზე გასვლის შესახებ, თუმცა არ გამორიცხეს, რომ ადრე თუ გვიან კომპანია გახდებოდა საჯარო. 

 

წყარო: Overclockers GE