თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის, მოგვმართეთ: info@el.ge
თუ ხარ დარეგისტრირებული, გაიარე ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ: info@el.ge
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook
Microsoft 365 ავტორიზაცია
ექსპერტებმა დაასახელეს 2020 წლის ზაფხულის საუკეთესო ბიუჯეტური ვიდეო დაფები - Radeon RX 570 - GeForce GTX 1650 SUPER-ის წინააღმდეგ Benchmark-ის ვერსიით
თარიღი: 11/07/2020
პარტნიორი: Overclockers GE
სწორი ვიდეო დაფის შერჩევა არ არის მარტივი ამოცანა. მრავალი წელია უკომპრომისო ბრძოლაა ამა თუ იმ კატეგორიის საუკეთესო დაფის დასახელებაში, მოყავთ არგუმენტები და მიუთითებენ ამა თუ იმ მოდელის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. მოდით, ვნახოთ ტესტირების შედეგები და შესაბამისი დასკვნა გამოვიტანოთ.
ჩვენ წინაშეა ორი მოდელი:
Radeon RX 570 4 გბ;
GeForce GTX 1650 SUPER 4 გბ.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლისთვის 4 გბ მეხსიერება შესაძლოა ცოტა იყოს, თუმცა ეს არის ბიუჯეტური სექტორი, რათა დაიზოგოს თანხა ყველა მიმართულებით. სატესტო სტენდი წარმოდგენილია შემდეგი მაკომპლექტებლებით: 16 გბ DDR4 3200 მჰც და 8-ბირთვიანი პროცესორი Intel Сore i7-8700K. Benchmark-ის ტესტის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე:
სანამ რაიმე სახის დასკვნებს გამოვიტანთ, უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო დაფების ფასებს შორის განსხვავება დაახლოებით 43 აშშ დოლარიდან იწყება. თუ აწყობთ რეალურად ბიუჯეტურ კომპიუტერს, მსგავსი ეკონომია არ იქნება უადგილო განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, თუკი ყურადრებას გაამახვილებთ კადრების საშუალო რაოდენობაზე. ღირს თუ არა ამ თანხის გადახდა მხოლოდ 7 fps-ისთვის - ღია კითხვაა. ჩვენ შემთხვევაში ორივე ვიდეო დაფა გვთავაზობს კომფორტულ 60fps+-ს 1080р გაფართოებაზე. ასევე გონივრულ ვარიანტად ითვლება ზემოთხსენებული 42-43 აშშ დოლარის დამატება და 8 გბ მეხსიერების მქონე Radeon RX 570 მოდელის არჩევა.