iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Samsung-მა წარადგინა ულტრაიისფერი სტერილიზატორი უსადენო დამუხტვით

Samsung-მა წარადგინა ულტრაიისფერი სტერილიზატორი უსადენო დამუხტვით

თარიღი: 10/07/2020

პარტნიორი: Overclockers GE

მიმდინარე წელს Samsung-მა გახსნა Galaxy-მოწყობილობების უფასო დეზინფექციის სერვისი. იგი ხელმისაწვდომია ოფიციალურ ცენტრებსა და Experience Stores მაღაზიებში. ბაქტერიები Galaxy-სმარტფონებზე, Watch საათებსა და Buds ყურსასმენებზე ნადგურდება ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად. 

image.jpeg 

თუკი Samsung-ის მაღაზიები ახლოს არ არის, შესაძლებელია მოწყობილობის დეზინფექცია სახლის პირობებშიც. Samsung-მა განაცხადა, რომ იწყება მთელ მსოფლიოში სტერილიზაციის ახალი ინსტრუმენტის გაყიდვა. იგი არა მხოლოდ ბაქტერიებს ანადგურებს, არამედ ამასთანავე წარმოდგენილია სწრაფი დამუხტვის ფუნქციით. კომპანია ამტკიცებს, რომ მოწყობილობა სპობს ბაქტერიებისა და მიკრობების 99 %-ს, რომელთა შორისაა ნაწლავის ჩხირი, ოქროსფერი სტაფილოკოკი და კანდიდა. ეს მტკიცებულება ემყარება დამოუკიდებელი ლაბორატორიებისა და ინსტიტუტების კვლევის შედეგებს. კორონავირუსისგან თავის დაღწევის შესახებ ნათქვამი არაფერია. 

სტერილიზატორში გამოიყენება ულტრაიისფერი განათება, რომელიც ასუფთავებს მოწყობილობას ზემოდან და ქვემოდან 10 წუთის განმავლობაში, რისთვისაც საჭიროა ღილაკზე ერთხელ დაჭერა. ამის შემდეგ გამოსხივება ავტომატურად გამოირთვება, უსადენო დამუხტვა კი გაგრძელდება. მოწყობილობის ზომაა 196 x 96 x 33 მმ.  

თავდაპირველად სტერილიზატორი ხელმისაწვდომი გახდა ტაილანდში, მოგვიანებით კი - სხვა ქვეყნებშიც. გერმანიაში მისი ფასი 58 ევროა. 

 

წყარო: Overclockers GE