iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

AMD Radeon RX 7000 ვიდეო ბარათები აგებული იქნება 5-ნმ ტექნოპროცესსა და RDNA3 არქიტექტურაზე

AMD Radeon RX 7000 ვიდეო ბარათები აგებული იქნება 5-ნმ ტექნოპროცესსა და RDNA3 არქიტექტურაზე

თარიღი: 13/03/2020

პარტნიორი: Overclockers GE

ბოლო პრესკონფერენციის დროს კომპანია AMD-ის ხელმძღვანელობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამომავლო სიახლე დააანონსა. პირველ რიგში ეს იყო პროცესორების არქიტექტურა Zen3, რომელიც დაფუძნებული იქნება გაუმჯობესებულ 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და შევა 2020 წლის ბოლოს დესკტოპ ჩიპების შემადგენლობაში. აგრევე ოფიციალურად მოხდა გრაფიკული არქიტექტურა RDNA2-ის წარდგენა, რომელიც ასევე დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე და საფუძვლად დაედება მთელ რიგ ვიდეო ბარათებს. 

ეს იქნება მაღალი წარმადობის პროდუქტები, რომელთა შესახებ ცნობები პერიოდულად ვრცელდება. რაც მთავარია - ეს იქნება მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლებში წარმოდგენილი გრაფიკული ჩიპები. კომპანიის ხელმძღვანელობამ ისაუბრა RayTracing-სა და ჯერ არგამოსული ჩიპების სხვა უპირატესობებზე. გარდა ამისა წარმოდგენილ იქნა პატარა სლაიდი, რომლის მიხედვით mydrivers-ის ანალიტიკოსები თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ. 

image.png 

image.png 

2022 წლისთვის დაგეგმილია Zen4 არქიტექტურის მქონე პროცესორებისა და ვიდეო ბარათების გამოსვლა  RDNAარქიტექტურით. ფაქტობრივად, AMD მთელი 2021 წლის განმავლობაში ამ მოვლენისთვის მზადებაში იქნება. საინტერესოა, რომ 2020 წლის ნახევარში TSMC უკვე დაიწყებს პირველი 5-ნანომეტრიანი ჩიპების წრმოებას კომპანია Apple-ისთვის. უფრო მეტიც, ცნობილია, რომ 2021 წლის ყველა 5-ნმ ჩიპი გაყიდულია. ანალიტიკოსებს არ აქვთ ახსნა, რატომ აყოვნებს AMDისინი ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება მოუმწიფებელ ტექნოპროცესს და ჩიპების ნაკლებობას საწყის თვეებში. 

ეჭვს არ იწვევს ის, რომ RDNA3 არქიტექტურის მქონე ჩიპები 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე იქნება დაფუძნებული. თუმცა ის ფაქტი, რომ RX 7000 სერიის ბარათები გაყიდვაში 2022 წლამდე არ გამოვა - გაოცებას იწვევს. შესაძოა, AMD-ს რამე გეგმა ჰქონდეს. ჩნდება მოსაზრება, რომ შესაძოა კომპანიის ხელმძღვანელობამ არ იცის რა გააკეთოს ვიდეო ბარათების ბაზარზე და რა მიმართულებით იმოქმედოს. 

წყარო: Overclockers GE