iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Apple TV 2020 A12X Bionic ჩიპის ბაზაზე სექტემბერში გამოვა - კომპანია რამდენიმე მოწყობილობის მასშტაბური გამოშვებისთვის ემზადება

Apple TV 2020 A12X Bionic ჩიპის ბაზაზე სექტემბერში გამოვა - კომპანია რამდენიმე მოწყობილობის მასშტაბური გამოშვებისთვის ემზადება

თარიღი: 30/06/2020

პარტნიორი: Overclockers GE

ჯერ კიდევ ღონისძიება WWDC 2020-ის წინ ვრცელდებოდა ხმები, რომ Apple ამზადებდა მძლავრ კონსოლებს საკუთარი გეიმინგ კონტროლერებით. ამჯერად გამოჩნდა ახალი ინფორმაცია ამ კონსოლის შესახებ.  

ცნობების თანახმად, Apple-ის ხელმძღვანელობამ ბოლო მომენტში უარი თქვა WWDC 2020 ღონისძიების ფარგლებში ახალი Apple TV-ის ანონსზე, თუმცა ამჟამად ცნობილია, რომ ანონსი მოახლოვდა: არაოფიციალური ინფორმაციით Apple გეგმავს ერთ-ერთი უდიდესი პრეზენტაციის ჩატარებას სექტემბერში ან ოდნავ მოგვიანებით. 

image.jpeg 

ცნობების თანახმად, მოწყობილობის გამოშვება მოხდება სექტემბერში ახალ iPhone 12-თან ერთად. ახალ კონსოლს ექნება ჩიპი A12X Bionic, რომელიც, როგორც ჩანს, გაგრილების უფრო ეფექტური სისტემის წყალობით იმუშავებს იმაზე სწრაფად, ვიდრე iPad Pro 2018. 

Apple TV 2020 გამოა მეხსიერების მოცულობის მხრივ რამდენიმე ვარიანტად. არის მოლოდინი, რომ Apple TV 2020 გამოვა 64 და 128 გბ კონფიგურაციებად. მოსალოდნელია, რომ კონსოლების ფერი იგივე იქნება, ასევე არ გაიზრდება მათი ზომა მიუხედავად მოწინავე გაგრილების სისტემისა. 

 

წყარო: Overclockers GE