iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Intel-ისა და AMD Ryzen-ის წილი DIY ბაზარზე მეათე თაობის Intel Comet Lake-ის გამოსვლის შემდეგ

Intel-ისა და AMD Ryzen-ის წილი DIY ბაზარზე მეათე თაობის Intel Comet Lake-ის გამოსვლის შემდეგ

თარიღი: 29/06/2020

პარტნიორი: Overclockers GE

AMD Ryzen ლიდერად რჩება DIY პროცესორების ბაზრისა და საცალო გაყიდვების პლატფორმებზე, კერძოდ, აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში DIY ბაზარზე ფიქსირდება AMD-ის ჩიპების 50 %-ზე მეტი წილი. BCN Ranking-ის ახალი მონაცემები იაპონიიდან კი ადასტურებს, რომ AMD Ryzen გაყიდვების მხრივ დამაჯერებლად აღემატება Intel-ის ჩიპებს მეათე თაობის Comet Lake პროცესორების სერიის გამოსვლის შემდეგაც კი.  

DIY ბაზარზე AMD-ისა და Intel-ის მონაცემების შესახებ წარმოდგენილია დიაგრამა, რომელიც შედგენილ იქნა თელი იაპონიის მასშტაბით არსებულ გაყიდვებზე დაყრდნობით. AMD Ryzen-მა და კერძოდ Ryzen 3000-მა AMD-ს ხელი შეუწყო გასულ თვეში დაეკავებინა ბაზრის 67,4 % იმ დროს, როდესაც Intel-ის ჩიპების საბაზრო წილი 32,6%-ს შეადგენს. 

image.jpeg 

2017 წელს Intel იკავებდა ამავე ბაზრის 83,9%-ს, AMD-ის პროცესორების წილი კი შეადგენდა მხოლოდ 16,1%-ს. ამჟამად საბაზრო სტატისტიკა შეიცვალა არა მხოლოდ AMD-ის პროცესორების სასარგებლოდ, არამედ გასულ თვეში გამოსულმა Intel-ის მეათე თაობის პროცესორებმაც ვერ დაიკავა მნიშვნელოვანი წილი იაპონურ ბაზარზე. AMD Ryzen 3000 კვლავ აღემატება არა მხოლოდ მომგებიანი ფასით, არამედ წარმადობის მხრივ ლიდერობით. გასულ თვეში გამოქვეყნდა სამხრეთკორეული ბაზრის მონაცემების ანგარიში, სადაც AMD Ryzen-ის წილმა 60 %-ს გადააჭარბა, დამყარდა AMD-ის რეკორდი და შევიწროვდა Intel-ის ჩიპების წილი. 

image.jpeg 

ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი AMD-ის პროცესორების გაყიდვები გასულ კვარტალთან შედარებით და დაფიქსირდა ათწლიანი მაქსიმუმი სამხრეთ კორეაში, მოხდა Ryzen 4000 (Renoir) პროცესორების მქონე ლეპტოპების წარდგენა, რომლებიც ხასიათდება მაღალი ეფექტურობითა და წარმადობით. არც ისე დიდი ხნის წინ Intel-ს ეკავა წამყვანი ადგილი ლეპტოპების სეგმენტში. მას შემდეგ AMD-მ გამოქვეყნა ოფიციალური სტატისტიკა, რომელშიც მოცემულია ზრდა ყველა მიმართულებით. 

image.png 

განახლებული AMD Ryzen 3000XT-ის გამოსვლის გათვალისწინებით უკვე არსებულ Ryzen 3000-ზე ფასის მორიგი შემცირებით, აგრეთვე მიმდინარე წლის ბოლოს Ryzen 4000-ის (Vemeer) გამოსვლით AMD მზადაა საბაზრო წილის ზრდით ლიდერობა მოიპოვოს მთელ მსოფლიოში. 

 

წყარო: Overclockers GE