თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის, მოგვმართეთ: info@el.ge
თუ ხარ დარეგისტრირებული, გაიარე ავტორიზაცია
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ: info@el.ge
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook
Microsoft 365 ავტორიზაცია
ყველაფერი გამარჯვებისთვის: Omron საწარმოო რობოტებს კორონავირუსთან საბძოლველად გამოიყენებს
თარიღი: 29/06/2020
პარტნიორი: Overclockers GE
კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუწყო საწარმოო პროცესების ავტომატიზაციას, რადგანაც საჭირო გახდა უსაფრთხოების გამო პროცესიდან ადამიანების გამორიცხვა. მოკლე დროში შესაძლებელი გახდა რობოტების ადაპტირება სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაოდ ლოჯისტიკური ოპერაციებისთვის, იაპონურმა კომპანია Omron-მა რობოტებს ანდო შენობების დეზინფექცია.
კორონავირუსისგან ადამიანების დაცვის მხრივ უმნიშვნელოვანესია შენობების დეზინფექცია, მსგავსი მანიპულაციები კი მასში მონაწილეებს საფრთხეში აგდებს. როგორც Nikkei Asian Review აღნიშნავს, იაპონურმა კომპანია Omron-მა შეძლო მოკლე ვადაში რობოტების წარმოება, რომლებიც გამოდგება სადეზინფექციო საშუალებების გაფრქვევისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მეშვეობით ზედაპირების დამუშავებისთვის.
საფუძვლად აღებულ იქნა საწარმოო რობოტები, რომლებიც გამოიყენებოდა ქარხნებში ინსტრუმენტებისა და მაკომპლექტებლების გადაადგილებისთვის. სადეზინფექციო სამუშაოებზე სპეციალიზებული რობოტები აღიჭურვება Omron-ის პარტნიორების საწარმოებში, რომლებიც მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული. ერთი მზა მოწყობილობის ფასის დიაპაზონია 56 ათასიდან 74600 აშშ დოლარამდე.
Omron-ის საბაზისო სატრანსპორტო რობოტებს შეუძლიათ სივრცის სკანირება ე.წ. ლიდარის - ოპტიკური სენსორის მეშვეობით, რომელშიც გამოიყენება ლაზერული გამოსხივება ობიექტების დაშორების განსაზღვრისთვის. ხდება სივრცის სამგანზომილებიანი რუკის ფორმირება, შედეგად რობოტები თავს არიდებენ ირგვლივ მყოფ საგნებსა და ადამიანებთან შეჯახებას, აგრეთვე გამოითვლება გადაადგილების ოპტიმალური ტრაექტორია.
მართვის ერთ ცენტრს შესაძლებელია დაუკავშირდეს რამდენიმე რობოტი. ავტომატიზებულ დანადგარებს არ სჭირდება დამცავი კოსტუმები, სათვალე, ნიღბები და ხელთათმანები, თანაც მათ შეუძლიათ დღე და ღამე მუშაობა, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს შენობის დეზინფიცირების სიხშირე.