iსკოლა
ვებინარები

ბლოგი

Acer-მა წარადგინა გეიმინგ მონიტორი Predator X25 – 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით

თარიღი: 27/06/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია Acer-მა წარადგინა გეიმინგ მონიტორი Predator X25 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით, რომელიც იდეალურია გეიმერებისთვის. გარდა ამისა, ახალ მონიტორს უამრავი სხვა მიმზიდველი ფუნქცია აქვს.  

Predator X25 გეიმინგ მონიტორს 360 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე აქვს, თუმცა მისი გაფართოება მხოლოდ 1920 x 1080 პიქსელია. ეს მაჩვენებელი დაბალია სხვა ტოპ გეიმინგ მონიტორების გაფართოებასთან შედარებით და შესაძლოა ნაკლს წარმოადგენდეს ზოგიერთი გეიმერისთვის, თუმცა FPS-გეიმერებისთვის გაცილებით დაბალ გაფართოებას არ ექნება ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც კადრის განახლების შთამბეჭდავ სიხშირეს. 

360-ჰერციანი სიხშირე გამორიცხავს კადრის დამახინჯებას და გაყოფას და უზრუნველყოფს დაუჯერებელ გეიმინ შესაძლებლობებს. მონიტორს ასევე აქვს NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც დამატებით აღმოფხვრის კადრის დამახინჯებას და მონიტორის დაკავშირებას NVIDIA-ს გრაფიკულ პროცესორთან იდეალურ კონფიგურაციად აქცევს. 

image.png 

Predator X25 მონიტორში ხელმისაწვდომია თვალების დაცვისთვის განკუთვნილი პროგრამები, მათ შორის ტექნოლოგია Acer AdaptiveLight. ეს ტექნოლოგია X25-ის სენსორებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ გარემოში არსებული სინათლის დონე, რის შემდეგ ავტომატურად რეგულირდება მონიტორის სიკაშკაშე ოპტიმალური განაების უზრუნველყოფისთვის. 

მონიტორის სადგამს აქვს ერგონომიული სახსარი და შესაძლებელია დახრა 25 გრადუსით, ასევე 5 გრადუსით წინ გადმოხრა და 12 სანტიმეტრამდე სიმაღლის რეგულირება, აგრეთვე ეკრანის მოტრიალება 30 გრადუსით. 

მონიტორის დიზაინი იდეალურია თითქმის ნებისმიერი გეიმინგ ადგილისთვის უკანა პანელზე შავი და RGB-განათების ფორმების წყალობით, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ეკრანზე გამოსახული სცენების მიხედვით. 

image.png 

Predator X25 მონიტორის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ მას შეუძლა მომხმარებელს აცნობოს რამდენ ხანს თამაშობდა, აგრეთვე მისცეს გაფრთხილება, თუკი კომპიუტერთან მეტისმეტად დიდი დრო აქვს გატარებული. 

ამჟამად Acer არ ახმაურებს მონიტორის ფასსა და გაყიდვის თარიღს. 

 

წყარო: Overclockers GE