iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

CryptoQuant-ის ანალიტიკოსების პროგნოზით 2024 წლის დასაწყისში Bitcoin-ის ფასი 50 ათასი აშშ დოლარი გახდება

CryptoQuant-ის ანალიტიკოსების პროგნოზით 2024 წლის დასაწყისში Bitcoin-ის ფასი 50 ათასი აშშ დოლარი გახდება

თარიღი: 09/12/2023

პარტნიორი: Overclockers GE

CryptoQuant-ის ექსპერტებმა დაუშვეს შესაძლებლობა, რომ Bitcoin-ის ფასი 2024 წლის დასაწყისში 50 ათას აშშ დოლარს გადალახავს, აცხადებს The Block. 

პროგნოზი ეფუძნება ციფრული ოქროს მფლობელების აქტივობის ანალიზს. ის ასევე ითვალისწინებს ტრანზაქციის მოცულობის დინამიკას, საბაზრო კაპიტალიზაციას და მეტკალფის კანონს კრიპტოვალუტების კონტექსტში. 

Bitcoin-ის ფასის დიაპაზონი შეიძლება იყოს 50000-53000 აშშ დოლარი ქსელის აქტივობაზე დაყრდნობით“, აღნიშნეს ექსპერტებმა. 

მათი თქმით ბაზარი ახლა უახლოვდება „გახურებულ ხარულ ფაზას“, რომელსაც ისტორიულად ახლავს პაუზები და კორექტივები. 

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ მოგების მქონე მონეტების მიწოდების მოცულობა აღემატება 88%-ს. ეს მიუთითებს გაყიდვების პოტენციურ ზეწოლაზე და, შესაბამისად, სავარაუდო მოკლევადიან კორექციებზე. 

ექსპერტების აზრით არარეალიზებული მოგების ასეთი მაღალი დონე „ისტორიულად ემთხვეოდა ლოკალურ მაქსიმუმებს“. 

სხვა საკითხებთან ერთად CryptoQuant-მა დააფიქსირა Bitcoin-ვეშაპების გამოცოცხლება, რაც 2021 წლის ტენდენციების მსგავსია“. 

ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს ციფრული ოქროს მთლიანი მიწოდების შემცირება მიმოქცევაში "ძირითადი ბაზრის მოლოდინების ფონზე": 

”მოკლევადიანი და გრძელვადიანი მფლობელების მხრიდან გაყიდვების შემცირებამ ინვესტორების პოზიტიურ მოლოდინებთან ერთად შესაძლოა შექმნას პირობები პირველი კრიპტოვალუტის ღირებულების შემდგომი ზრდისთვის.” 

ადრე ინდუსტრიის ვეტერანმა და Blockstream-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბეკმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდა 2024 წლის აპრილში -  მომავალ ჰალვინგამდე. 

 

წყარო: Overclockers.ge