iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Intel შევიდა ჩიპების უმსხვილესი საკონტრაქტო მწარმოებლების ათეულში - მისი შემოსავალი ყველაზე მეტად გაიზარდა

Intel შევიდა ჩიპების უმსხვილესი საკონტრაქტო მწარმოებლების ათეულში - მისი შემოსავალი ყველაზე მეტად გაიზარდა

თარიღი: 08/12/2023

პარტნიორი: Overclockers GE

TrendForce-ის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მესამე კვარტალში სმარტფონების ბაზრის აღდგენამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა ჩიპების ათი უმსხვილესი მწარმოებლის მთლიანი შემოსავალი გაზრდილიყო 7.9%-ით 28.29 მლრდ აშშ დოლარამდე. არ არის გამორიცხული, რომ მეოთხე კვატალში ზრდა კიდე უფრო მაღალი იყოს. აგრეთვე საინტერესოა ის, რომ შედგა Intel-ის დებიუტი საკონტრაქტო მწარმოებლების ტოპ ათეულში. 

სმარტფონების საბოლოო ბაზარი კვლავ ავლენს მდორე მოთხოვნას, მაგრამ საკონტრაქტო ჩიპების მწარმოებლების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა ჩინური Android-სმარტფონების ჩიპებზე, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი ფასის დიაპაზონში და ახალი Apple iPhone-ისთვის განკუთვნილ კომპონენტებზე. თავისი როლი ასევე ითამაშა iPhone 15 სერიამ. 

ჩიპების უმსხვილესი საკონტრაქტო მწარმოებლად რჩება ტაივანური TSMC, რომელმაც მესამე კვარტალში გაზარდა თავისი შემოსავალი 10.2%-ით 17.25 მლრდ აშშ დოლარამდე და დაიკავა გლობალური ბაზრის 58%, წინა კვარტალში ეს მაჩვენებელი 56.4% იყო. მესამე კვარტალში კომპანიის დამკვეთებმა შეიძინეს ჩიპები არა მხოლოდ საშუალო და დაბალი ფასის დიაპაზონის სმარტფონებისთვის, არამედ უფრო მაღალი დონის მოწყობილობების ახალი მოდელებისთვის, ასევე კომპონენტები კომპიუტერებისთვის. 3-ნანომეტრიან პროდუქტებზე მოთხოვნამ უზრუნველყო TSMC-ის შემოსავლის 6% მესამე კვარტალში, ხოლო ტექნოპროცესები, რომლებიც არ აღემატება 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიას, ჯამში შეადგენდა ამ კომპანიის შემოსავლის თითქმის 60%-ს. 

Samsung Electronics ოთხჯერ ჩამორჩება საკონტრაქტო შემოსავლით, მაგრამ მან შეძლო მისი გაზრდა 14.1%-ით 3.69 მლრდ აშშ დოლარამდე. ზრდა უზრუნველყო Qualcomm-ის ჩიპების და OLED დისპლეების დრაივერების წარმოების შეკვეთებმა. Samsung-მა შეძლო საკონტრაქტო ბაზრის წილის გაზრდა 11.7-დან 12.4%-მდე მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით. 

ჩიპების უმსხვილესი საკონტრაქტო მწარმოებლების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ამერიკულმა კომპანია GlobalFoundries-მა, რომელიც აქტიურად ფინანსდება არაბი ინვესტორებისგან. მისი შემოსავალი მესამე კვარტალში თითქმის უცვლელი დარჩა: გაიზარდა მოკრძალებული 0.4%-ით 1.85 მლრდ აშშ დოლარამდე, მაგრამ მისი ბაზრის წილი 6.7-დან 6.2%-მდე შემცირდა კონკურენტების ზეწოლის შედეგად. 

GlobalFoundries-ს მოსდევს UMC ბაზრის 6%-ით, მაგრამ მისი შემოსავალი შემცირდა 1.7%-ით 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ტაივანური კომპანიის შემოსავლის თითქმის მესამედი ბოლო კვარტალში 28- და 22-ნანომეტრიანი წარმოების შეკვეთებით იყო უზრუნველყოფილი - ამ მიმართულებით UMC-ის შემოსავალი 10%-ით გაიზარდა. 

ხუთეულს ხურავს ჩინური SMIC, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ბაზარზე გარკვეული პოზიციები დაკარგა 5.4%-მდე, შეძლო შემოსავლის გაზრდა 3.8%-ით 1.62 მლრდ აშშ დოლარამდე. ამერიკელმა დამკვეთებმა ბოლო კვარტალში უზრუნველყვეს SMIC-ის შემოსავლის 12.9%. (ერთ დროს Qualcomm-იც კი იყენებდა მის მომსახურებებს), ხოლო ჩინელების წილი გაიზარდა 84%-მდე. 

აღსანიშნავია, რომ საკონტრაქტო ბაზრის ლიდერთა ათეულში პირველად შევიდა Intel Corporation-ის სპეციალიზებული განყოფილება, რომელმაც თავისი შემოსავალი 34.1%-ით 311 მლნ აშშ დოლარამდე გაზარდა, რის შედეგად იგი გლობალური ბაზრის 1%-იან წილს იკავებს, მაგრამ აქვს გეგმები ბიზნესის შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით. ათი უმსხვილესი საკონტრაქტო მწარმოებლის რეიტინგში Intel მე-9 ადგილზეა. სხვათა შორის, თუ Intel-მა მოახერხა ისრაელის Tower Semiconductor-ის ყიდვა, რომელიც მეშვიდე პოზიციას და ბაზრის 1.2%-ს იკავებს, მაშინ მისი მათგანის პოზიცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება. მეორე მხრივ, Tower-ის 358 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი ბევრად არ აღემატება Intel-ის 311 მლნ აშშ დოლარს. 

 

წყარო: Overclockers.ge