iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Corsair-მა წარადგინა კომპაქტური SSD MP600 MINI და ხელმისაწვდომი MP600 CORE XT

Corsair-მა წარადგინა კომპაქტური SSD MP600 MINI და ხელმისაწვდომი MP600 CORE XT

თარიღი: 29/04/2023

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია Corsair-მა წარადგინა SSD MP600 CORE XT და MP600 MINI. ორივეზე მხარდაჭერილია ინტერფეისი PCIe 4.0. MP600 MINI მოდელი კომპაქტური M.2 2230 ფორმ-ფაქტორისაა, მისი ზომა 22 × 30 მმ-ს შეადგენს. კომპანია აღნიშნავს, რომ SSD შესანიშნავად მოთავსდება, მაგალითად, Valve-ს პორტატულ კონსოლ Steam Deck-ში, აგრეთვე სხვა კომპაქტურ მოწყობილობებში, როგორებიცაა პლანშეტები Microsoft Surface Pro 8 და Pro 9. 

MP600 MINI SSD ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 1 ტბ მოცულობის ვარიანტად. მის შემადგენლობაში გამოყენებულია 3D TLC NAND ფლეშ-მეხსიერების ჩიპები. MINI მოდელის თანმიმდევრული წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეა 4800 მბ/წამამდე. შემთხვევითი წაკითხვისა და ჩაწერის ოპერაციებში წარმადობა აღწევს 1.1 მილიონ და 850 ათას IOPS-ს, შესაბამისად. 

Corsair MP600 CORE XT მოდელი უფრო ნაცნობი, M.2 2280 (22 × 80 მმ) ფორმატისაა და მასში გამოყენებულია 3D QLC NAND ფლეშ-მეხსიერების ჩიპები. SSD ხელმისაწვდომი იქნება 1, 2 და 4 ტბ მოცულობის ვარიანტებად. უზრუნველყოფილია თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარე 5000 მბ/წამამდე და თანმიმდევრული ჩაწერის სიჩქარე - 4400 მბ/წამამდე. 

Corsair-ის ორივე SSD-ს აქვს AES დაშიფვრის 256-ბიტიანი სისტემა. ყველა მოდელს 5-წლიანი გარანტია აქვს. 

MP600 MINI-ის ფასი 110 აშშ დოლარს შეადგენს. Corsair MP600 CORE XT მოდელის კი 60, 115 და 285 აშშ დოლარი 1, 2 და 4-ტერაბატიან მოდელებზე, შესაბამისად. მოწყობილობების შეკვეთა უკვე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

 

წყარო: https://tinyurl.com/2s46uxeb