iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

AMD-ის პარტნიორები Radeon RX 7700 XT და RX 7600 ვიდეო ბარათებს გამოფენა Computex-ზე მაისის ბოლოს წარადგენენ

AMD-ის პარტნიორები Radeon RX 7700 XT და RX 7600 ვიდეო ბარათებს გამოფენა Computex-ზე მაისის ბოლოს წარადგენენ

თარიღი: 28/04/2023

პარტნიორი: Overclockers GE

გერმანულ რესურს Igor's Lab-ის ინფორმაციით კომპანია AMD-ის პარტნიორები Radeon RX 7700 XT და RX 7600 ვიდეო ბარათებს სამომავლო გამოფენა Computex 2023-ზე წარადგენენ, რომელიც მომდევნო თვეში გაიმართება. ასევე აღინიშნება, რომ AMD-ს ჯერ არ განუსაზღვრავს სამომავლო Radeon RX 7800 მოდელის სარეკომენდაციო ფასი. 

AMD-ს სურს, Radeon RX 7800 იყოს უფრო მიმზიდველი GeForce RTX 4070-თან შედარებით, მაგრამ ამისთვის აუცილებელია მის სარეკომენდაციო ფასად დააწესოს 599 აშშ დოლარი (კონკურენტის მსგავსად) ან ნაკლები. მეორე მხრივ, ასეთ შემთხვევაში ჩნდება რენტაბელურობის საკითხი - ასეთი ფასის მქონე ვიდეო ბარათი ვერ მოიტანს საკმარის სარგებელს. 

Igor's Lab-ის დამფუძნებელი Igor Wallossek ამტკიცებს, რომ ვიდეო ბარათების სხვადასხვა მწარმოებელმა მასთან საუბარში დაადასტურა განზრახვა - წარადგინონ Radeon RX 7600 და, შესაძლოა, Radeon RX 7700 XT მოდელი გამოფენა Computex 2023-ზე. ორივე ბარათი ორიენტირებულია გეიმერების მასობრივ სეგმენტზე და მათი ფასი 400 აშშ დოლარზე ნაკლები იქნება. 

Radeon RX 7600 მოდელი Computex 2023-ზე წარმოდგენილი იქნება AMD-ის ექსკლუზიური პარტნიორების მიერ, რომელთა შორისაა XFX, Sapphire, PowerColor და ASRock. რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ არა მხოლოდ Radeon ვიდეო ბარათებს, არამედ ასევე NVIDIA GeForce მოდელებს, მათ შესაძლოა განცხადებები მოგვიანებით გააკეთონ. 

არაოფიციალური ცნობებით Radeon RX 7600 მოდელში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Navi 33. ჩიპი მონოლითური დიზაინის მქონეა, აქვს ორი Shader Engine ბლოკი, რომელთაგან თითოეულზე მოდის ორი Shader Array ბლოკი. შედეგად უზრუნველყოფილია 32 გამომთვლელი ბლოკი 2048 ნაკადური პროცესორით ისევე, როგორც Navi 23 (Radeon RX 6600 XT/ RX 6650 XT) ჩიპის შემთხვევაში. გრაფიკულ პროცესორ Navi 33-ს ასევე აქვს 32 მბ Infinity Cache მეხსიერება და 128-ბიტიანი მეხსიერების სალტის მხარდაჭერა. პროგნოზების თანახმად მითითებული GPU გამოყენებული იქნება 250-350 აშშ დოლარი ღირებულების ვიდეო ბარათებში. 

 

წყარო: https://tinyurl.com/ur54a64x