iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Tesla-ს გერმანული ქარხანა ელექტრომობილების წარმოების საპროექტო მოცულობაზე გავიდა - 5 ათასი ავტომობილი კვირაში

Tesla-ს გერმანული ქარხანა ელექტრომობილების წარმოების საპროექტო მოცულობაზე გავიდა - 5 ათასი ავტომობილი კვირაში

თარიღი: 30/03/2023

პარტნიორი: Overclockers GE

2021 წლის ბოლოს ბერლინის მიმდებარედ არსებულმა Tesla-ს ქარხანამ დაიწყო Model Y მოდელის აწყობა, მაგრამ მომხმარებლებმა ადგილობრივი წარმოების მანქანების მიღება მხოლოდ 2022 წლის აპრილიდან დაიწყეს. ამჟამად, თითქმის ერთი წლის შემდეგ, Tesla-ს გერმანული საწარმო ყოველკვირეულად 5 ათას ელექტრომობილს უშვებს, რაც წლიური 250 ათასი ერთეულის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.  

ამ მნიშვნელოვანი ეტაპის მიღწევის შესახებ კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა Twitter-ის მეშვეობით. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ამ მოცულობაზე Tesla 2022 წლის ბოლოსთვის გავიდოდა, მაგრამ კომპონენტების მიწოდების ხარვეზებმა მითითებულ ვადაში მიღწევას ხელი შეუშალა. კომპანიას გერმანიაში ყოველწლიურად 500 ათასი ელექტრომობილის წარმოების ნებართვა გააჩნია, ამიტომ Tesla-ს შეუძლია ამ პლატფორმაზე გაზარდოს Model Y-ის წარმოების მოცულობა, ან ასორტიმენტში დაამატოს კიდევ ერთი მოდელი. უახლოეს დროში ეს შეიძლება იყოს Tesla Model 3 თუ გავითვალისწინებთ Tesla-ს განზრახვას - დაიწყოს ელექტრომობილების აწყობა ახალ, უფრო იაფ პლატფორმაზე მექსიკაში მშენებარე საწარმოში. არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს მოდელების ასორტიმენტის უნიფიკაცია ჩრდილოამერიკულ პლატფორმასთან. 

მიღწეულ შედეგზე Tesla არ შეჩერდება, რადგან ცოტა ხნის წინ მან განაცხადი შეიტანა გერმანიაში წარმოებული ელექტრომობილების წელიწადში 1 მილიონ ერთეულამდე გაზრდის ნებართვასთან დაკავშირებით. ამისთვის მას მოუწევს ქარხნების მიერ დასაკავებელი ტერიტორიების გაფართოება და დამატებით ყველა სამშენებლო პროექტის შეთანხმება ადგილობრივ ხელისუფლებასა და გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან. როგორც მშენებლობის პირველი ეტაპების პრაქტიკამ აჩვენა, გერმანიაში ეს პროცესები დიდი სირთულეებით მიმდინარეობს. 

 

წყარო: https://tinyurl.com/nha42v84