iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Apple-მა ხელმძღვანელების გუნდს AR-ჰედსეტის პროტოტიპი წარუდგინა

Apple-მა ხელმძღვანელების გუნდს AR-ჰედსეტის პროტოტიპი წარუდგინა

თარიღი: 29/03/2023

პარტნიორი: Overclockers GE

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით გასულ კვირას Apple-ის უმაღლესი რანგის ასზე მეტ ხელმძღვანელ პირს სპეციალურ შეკრებაზე უჩვენეს შერეული რეალობის ჰედსეტის პროტოტიპი, რომლის დებიუტი მიმდინარე წლის ივნისში უნდა შედგეს. მოწყობილობა პირველად იქნა წარდგენილი ასეთ ფართო წრეში, თუმცა მასზე მომუშავე სპეციალისტებს იგი მანამდეც ჰქონდათ ნანახი. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოწყობილობის დემონსტრირება შედგა გარკვეული აპლიკაციის მოქმედების მაგალითზე. შედეგად არ მცირდება ის სირთულეები, რომელთან შეჯახებაც მოუწევს ბაზარზე Apple-ის ახალ მოწყობილობას, თუმცა ამჟამინდელი დემონსტრაციის შედეგად მტკიცდება, რომ ჰედსეტი მზადდება ივნისის ანონსისთვის. წყაროს ინფორმაციით Apple-ის ჰედსეტი ბაზარზე წლის ბოლომდე გამოვა და მისი ფასი იქნება 3 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ბაზარზე გამოსვლიდან პირველი 12 თვის განმავლობაში კომპანიის მოლოდინია მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა. 

მომდევნო ორი წლის განმავლობაში Apple გამოუშვებს ჰედსეტის უფრო იაფ ვერსიას, ასევე უფრო მაღალი წარმადობის მქონე მოდელს. ორივე მათგანი გაყიდვაში 2025 წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ახალი ტიპის მოწყობილობის აპლიკაციებსა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების მხარდაჭერაზე. 

 

წყარო: https://tinyurl.com/mwzd6s6k