iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

2023 წლისთვის Intel გადავა 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და პროცესორების წარმადობას გაზრდის 80%-ით. +25% - 2021 წელს, +50% - 2022 წელს

2023 წლისთვის Intel გადავა 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და პროცესორების წარმადობას გაზრდის 80%-ით. +25% - 2021 წელს, +50% - 2022 წელს

თარიღი: 01/06/2020

პარტნიორი: Overclockers GE

მეაე თაობის Intel Core პროცესორებმა მოიტანა გაზრდილი სიხშირეები, მრავალნაკადიანობა მთელ ხაზში და ფლაგმანური ათბირთვიანი მოდელი Core i9 10900К. ამასთან, უზრუნველყოფილი ვერ იქნა წარმადობის ზრდა გეიმინგში. წინ არის მეთერთმეტე თაობის Intel Core პროცესორები - Tiger Lake. უკვე ცნობილია, რომ მათ ექნება კვლავ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და გაუმჯობესებული არქიტექტურა Willow Cove, რომელიც 10-ნანომეტრიან პროდუქციაში უნდა გამოჩენილიყო, თუმცა მოხდა მისი ოპტიმიზაცია 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე.  

გარკვეული პერიოდი ჩანდა ისე, რომ გველოდა პროცესორების „მოსაწყენი“ თაობა მხოლოდ 5 %-იანი წარმადობის მატებით, თუმცა უახლესი ცნობები საპირისპიროზე მეტყველებს. მაშ ასე, ახალი Willow Cove არქიტექტურის წყალობით Tiger Lake დესკტოპ პროცესორებს 25%-იანი IPC წარმადობის ზრდა ექნება. ეს დაუჯერებელია, რადგანაც ამჟამად არსებული 10-ნანომეტრიანი თაობა ამ მაჩვენებლის მატების გარეშეა წარმოდგენილი. 

image.png 

image.png 

არანაკლებ საინტერესოა ცნობები Intel Core-ის მეთორმეტე თაობაზე. ცნობილია, რომ ახალი Golden Cove ბირთვი Alder Lake პროცესორებში უზრუნველყოფს არანაკლებ 50%-იან IPC წარმადობის მატებას ამჟამად არსებულ არქიტექტურასთან შედარებით. გარდა ამისა, გამოვეყნდა Intel-ის პროცესორების რამდენიმე თაობის სამომავლო გეგმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევიტყოთ - რა მიმართულებით წავა კომპანია. თუ დავაკვირდებით, 2023 წლისთვის ნავააუდევია IPC წარმადობის დაუჯერებელი, 80%-იანი ზრდა 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ათვისების ფარგლებში. 

 

წყარო: Overclockers GE