iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

NVIDIA-ს ახალი გრაფიკული პროდუქტების ანონსის მოახლოება ოფიციალურად დადასტურდა

NVIDIA-ს ახალი გრაფიკული პროდუქტების ანონსის მოახლოება ოფიციალურად დადასტურდა

თარიღი: 26/03/2020

პარტნიორი: Overclockers GE

NVIDIA-ს გეგმა, რომ აპრილში გამოუშვებს ახალ მობილურ გრაფიკულ პროდუქტებს, ორი დამოუკიდებელი წყაროსგან დადასტურდა. სიახლის შესახებ განაცხადეს ჩინეთის მასმედიის საშუალებებმა კომპანიის პარტნიორების ცნობებზე დაყრდნობით, ანონსის მოახლოება ასევე გახმაურდა NVIDIA-ს წარმომადგენლების მიერ GTC 2020 ტრანსლაციის დროს.  

თებერვლის დასაწყისში რამდენიმე წყარომ განაცხადა, რომ NVIDIA-ს ახალი მობილური გრაფიკული გადაწყვეტილებების ანონსი მარტის ბოლოს შედგებოდა. კომპანიისთვის პირველი კვარტლის ბოლო თვის კავშირი არ არის კრიტიკული, რადგანაც ფისკალური კვარტალი თითქმის აპრილის ბოლომდე გრძელდება. სწორედ ეს ვითარება გამოიყენა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და ტრანსლაციის დროს განაცხადა, რომ ყველა ახალი პროდუქტი მზადდება გრაფიკის შესაბამისად და ზოგიერთ მათგან დადებით გავლენა მოახდენს NVIDIA– ს შემოსავალზე მიმდინარე ფისკალური კვარტლის ბოლოს. 

თუკი საუბარი ეხება ლეპტოპებისთვის განკუთვნილ ახალ დისკრეტულ გრაფიკულ პროდუქტებს, შემოსავალზე მათი გავლენა საკმაოდ დიდი იქნება - ამ სეგმენტში მიწოდება დროულად დაიწყება, NVIDIA-ს პარტნიორები კი უკვე განიხილავენ აპრილში ახალი ლეპტოპების წარდგენას. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ პოპულარობას მოიპოვებს NVIDIA-ს გრაიკული გადაწყვეტილებებისა და 7-ნანომეტრიანი AMD Renoir სერიის ჰიბრიდული პროცესორების კომბინაცია. 

NVIDIA უახლოეს პერიოდში იქნება მზად ისაუბროს ახალ პროდუქტებზე - განმარტა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.  

image.png 

NVIDIA-ს პარტნიორებთან დაახლოებული წყაროებით ცნობილი გახდა ინფორმაცია ახალი სერიის სამი ყველაზე მაღალი წარმადობის გრაფიკული პროდუქტის შესახებ. ფლაგმანი იქნება GeForce RTX 2080 SUPER, რომელშიც CUDA ბირთვების რაოდენობა 2944-დან 3072-მდე გაიზრდება. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა (8 გბ) და მისი სიხშირე (14 გჰც) უცვლელი დარჩება, გრაფიკული პროცესორის სიხშირე კი ოდნავ შემცირდება, რათა შენარჩუნდეს შესაბამისი ოპტიმალური პაკეტი. 

მომდევნო GeForce RTX 2070 SUPER ვარიანტს ექნება 2304-ის ნაცვლა 2560 CUDA ბირთვი. მეხსიერების მოცულობა და სიხშირე უცვლელი დარჩება (8 გბ, 14 გჰც), გრაფიკული პროცესორის სიხშირე ამ შემთხვევაშიც ოდნავ შემცირდება. 

ბოლო მოდელი იქნება მობილური GeForce RTX 2060 SUPER, რომელშიც აქტიური CUDA ირთვების რაოდენობა გაიზრდება 1920-დან 2170 ერთეულამდე. ამ გრაფიკულ პროდუქტში დაგეგმილია მეხსიერების მოცულობის ზრდა გბ 6 გბ-ის ნაცვლად), სიხშირე - 14 გჰც უცვლელი დარჩება. მოცემულ სეგმენტში NVIDIA გაზრდის გრაფიკული პროცესორის სიხშირეებს 960/1200 მჰც-დან 1305/1480 მჰც-მდე. დიდი ალბათობით, ამის გამო GeForce RTX 2060-ისა და GeForce RTX 2060 SUPER-ის წარმადობის დონის განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება. 

 

წყარო: Overclockers GE