iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

AMD Ryzen 4000 პროცესორები შესაძლოა ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევა გახდეს ბოლო ათწლეულში: მაღალი სიხშირეები, 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, გამოსვლის თარიღი - 2021 წელი

AMD Ryzen 4000 პროცესორები შესაძლოა ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევა გახდეს ბოლო ათწლეულში: მაღალი სიხშირეები, 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, გამოსვლის თარიღი - 2021 წელი

თარიღი: 30/05/2020

პარტნიორი: Overclockers GE

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ Zen 3  არქიტექტურის ბაზაზე აგებული AMD Ryzen 4000 პროცესორები გამოვიდოდა 2020 წლის ბოლოს-2021 წლის დასაწყისში და დაფუძნებული იქნებოდა TSMC-ის გაუმჯობესებულ 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ Huawei ვეღარ მიიღებს ტაივანური კომპანიის ახალ ჩიპებს, შესაბამისად გამოთავისუფლდება საწარმოო ძალის უზარმაზარი წილი. უკანასკნელი ცნობებით, სწორედ მას დაიკავებს AMD.  

სიახლეები დაუჯერებელია: ადრე მიიჩნეოდა, რომ Ryzen 4000 სერიის დესკტოპ პროცესორები წარმოდგენილი იქნებოდნენ 15-20%-იანი IPC წარმადობის ზრდით, ასევე არქიტექტურული ოპტიმიზაციით 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ფარგლებში. თუმცა ის ფაქტი, რომ 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ნაცვლად არჩეული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, ნიშნავს წარმადობის დამატებით ზრდას. 

მ დრომდე ვრცელდებდა ცნობები, რომ გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობი AMD შეძლებდა დამატებით +200-300 მეგაჰერცის უზრუნველყოფას, რაც ახალ Ryzen 4000 სერიას ხელ შეუწყობდა მეათე თაობის Intel Core პროცესორებთან კონკურენციის გაწევაში. 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლა კი იძევა უფრო მაღალი სიხშირებისა და არნახულ ენერგოეფექტურობის პერსპექტივას. 

ცნობილია, რომ ახალი ჩიპების ანონსი სექტემბერში შედგება, მათი მასობრივი გაყიდვა კი 2021 წლიდან დაიწყება. როგორც ჩანს, ეს იქნება ყველაზე ძლიერი ხაზი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რომელსაც აქვს პოტენციალი - „წითლებს“ ლიდერობა მოუპოვოს პროცესორების სეგმენტში. 

 

წყარო: Overclockers GE