iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

გამოჩნდა AMD Radeon Pro-ს პროტოტიპის ფოტო სრულფასოვანი GPU Vega 20-ით

გამოჩნდა AMD Radeon Pro-ს პროტოტიპის ფოტო სრულფასოვანი GPU Vega 20-ით

თარიღი: 27/01/2023

პარტნიორი: Overclockers GE

AMD-მ გამოუშვა რამდენიმე Vega 20 გრაფიკული ბარათი, მათ შორის სამუშაო სადგურების, მონაცემთა ცენტრებისა და გეიმინგ ბარათების მოდელები. ყველაზე ცნობილი მოდელია Radeon VII 3840 ბირთვით, 16 გბ HBM2 მეხსიერებით და 1 ტბ/წმ-ზე მაღალი სიჩქარით. 

კომპანიამ გამოუშვა რამდენიმე სხვა Radeon - Vega 20-ის ბაზაზე, როგორებიცაა Radeon Pro VII, არა-Pro ვერსია სამუშაო სადგურებისთვის, Radeon Instinct MI50 და MI60 3840 და 4096 ბირთვით, შესაბამისად, აგრეთვე Radeon Pro Vega II. პირველი მათგანი ყველაზე საინტერესოა, იგი გამოშვებულია უშუალოდ Apple Mac სისტემებისთვის. რეალურად, AMD-მ შექმნა ორი ბარათი ერთი ან ორი Vega 20 GPU-ით ერთ დაფაზე. ეს იყო იმ დროს გამოშვებული ყველაზე ძლიერი Radeon. 

პროტოტიპი, რომელიც Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, პროგრამულ უზრუნველყოფაში აღნიშნულია, როგორც Radeon Pro VII. ამავე დროს Device PCI ID ემთხვევა Radeon Instinct MI60-ს, ასე რომ, ეს პროტოტიპი ნამდვილად არის რაღაც შუალედური. მომხმარებელმა გამოაქვეყნა ბარათის PCB-ის ფოტო Vega 20 GPU-ითა და ოთხი HBM2 მეხსიერების მოდულით. ბარათი იკვებება ორი, 8-და 6-პინიანი კონექტორით და, დიდი ალბათობით, მოიხმარს დაახლოებით 300 ვატს. ასევე უნდა აღინიშნოს კონექტორები, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ დამუშავების პროცესში, ეს ადასტურებს, რომ ეს ეგზემპლარი არ წარმოადგენს საბოლოო პროდუქტს. 

რეალურ ტესტებში GPU არ მუშაობს სრული სიჩქარით. ერთჯერადი სიზუსტის გამოთვლები შეადგენს დაახლოებით 13.5 ტერაფლოპსს, მეხსიერების სიჩქარე კი - 6614 მბ/წმ-ს. თუმცა ფოტო ამტკიცებს, რომ გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 1.7 გჰც-ია, ანუ იმდენივე, რამდენიც Radeon Pro VII-ს შემთხვევაში. 

პორტალი TechPowerUP-ს ფლობს ამ მოდელის სურათს და ინტერნეტში არსებული ინფორმაციის მიხედვით ეს პროტოტიპი შეიძლება იყოს Radeon Pro V420.