iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Samsung გამოუშვებს Galaxy სერიის ლეპტოპებს 120-ჰერციანი OLED-ეკრანებით

Samsung გამოუშვებს Galaxy სერიის ლეპტოპებს 120-ჰერციანი OLED-ეკრანებით

თარიღი: 27/01/2023

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია Samsung-ის დისპლეების გამომშვები ქვეგნაყოფილება აცხადებს, რომ ახალ Galaxy Book სერიის ლეპტოპებს ექნება OLED პანელები 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. 1 თებერვალს Samsung ჩაატარებს ღონისძიება Samsung Unpacked-ს სან-ფრანცისკოში. Samsung Display-მ ჯერჯერობით Galaxy Book ლეპტოპების მხოლოდ ზოგიერთ მახასიათებელზე. 

Samsung Display პირველად აპირებს მსხვილგაბარიტულ ტექნოლოგია OCTA-ს გამოყენებას ახალ მაღალი ხარისხის მოდელ Galaxy Book-ში, ასევე გეგმავს შთამბეჭდავ დიზაინს დაუმატოს მაღალი პორტატულობა“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. „Samsung Display საზოგადოებას უჩვენებს 16:10 ასპექტის თანაფარდობის, 120 ჰერცი განახლების სიხშირის და 3K გაფართოების ეკრანების მქონე თავისი პროდუქტების პანელის მუშაობას“. 

OCTA (On-Screen Touch AMOLED) - ეს არის ტექნოლოგია, რომელიც Samsung-მა პირველად გამოიყენა Galaxy სერიის სმარტფონებში. OLED ეკრანებზე, როგორც წესი, ეკრანის კონტრასტულობა იზრდება იდეალური შავი ფერის ხარჯზე. ტექნოლოგია OCTA შლის პანელის სენსორულ ფენას და აერთიანებს სენსორს თავად პანელში. შედეგად პანელი ხდება 6%-11%-ით თხელი, მარტივდება მისი წარმოება და არის უფრო ეკოლოგიური. 

CES გამოფენით თუ ვიმსჯელებთ 2023 წელი საინტერესო იქნება miniLED და OLED ტიპის ეკრანების მონიტორებში გამოყენების მხრივ. Samsung არის OLED მონიტორების წამყვანი მწარმოებელი და Asus-იც მათზე დებს ფსონს. 

ჯერჯერობით მხოლოდ Microsoft Surface Laptop Studio-ს მსგავს, კონტენტის შექმნისთვის განკუთვნილ ლეპტოპებს აქვთ 120-ჰერციანი პანელები. Galaxy Book-ში მათმა გამოჩენამ შესაძლოა გაზარდოს ამ სერიის ლეპტოპების პოპულარობა და სხვა მწარმოებლებს მსგავსი გადაწყვეტილებისკენ უბიძგოს, წერს PCWorld. 

 

წყარო: https://tinyurl.com/3kpck3kb