iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

NVIDIA GeForce RTX 4070 Ti-მ ევროპულ საცალო გაყიდვებში უკან მოიტოვა Radeon და Arc

NVIDIA GeForce RTX 4070 Ti-მ ევროპულ საცალო გაყიდვებში უკან მოიტოვა Radeon და Arc

თარიღი: 26/01/2023

პარტნიორი: Overclockers GE

იმ მოკლე დროში, რაც NVIDIA GeForce RTX 4070 Ti ბაზარზე გამოჩნდა, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ იგი პოპულარულია გეიმერებში. ეს მტკიცებულება მოდის გერმანიის მთავარი საცალო ვაჭრობის გაყიდვების მონაცემებიდან. თუ გადავხედავთ ონლაინ მაღაზიის იანვრის მესამე კვირის გაყიდვების მონაცემებს, GeForce RTX 4070 Ti-ს რაოდენობა აჭარბებს AMD Radeon RX 7000 სერიის და Intel Arc A სერიის ყველა დესკტოპ GPU-ს ერთად. 

რა თქმა უნდა, ერთი რითეილერის გაყიდვები ერთი კვირის განმავლობაში - არ არის საკმარისი მთელი ევროპის ბაზრის ობიექტური მაჩვენებლისთვის. მიუხედავად ამისა, საინტერესოა NVIDIA-ს ახალ Ada Lovelace GPU-ზე მოთხოვნის მატება, ისევე როგორც მისი ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტისა დღემდე. გარდა ამისა, GeForce RTX 4070 Ti ყველაზე ხელმისაწვდომი ვიდეო ბარათია DLSS 3-ის მხარდაჭერის მქონე თამაშებისთვის. 

გაყიდვების მონაცემები მომდინარეობს გერმანული საცალო სავაჭრო ორგანიზაცია MindFactory-დან, რომელიც შედგენილია @TechEpiphany-ის მიერ და გამოქვეყნებულია Twitter-ზე. მონაცემებში ვხედავთ, რომ MindFactory-მ გასულ კვირას გაყიდა 545 ერთეული GeForce RTX 4070 Ti გრაფიკული ბარათი. 

შედარებისთვის, გაიყიდა AMD Radeon RX 7900 XTX-ის 300 ერთეულს, ხოლო Radeon RX 7900 XT-ს - 200 ერთეული, ხოლო Intel Arc A770 და A380 - თითო 10 ერთეული. ერთად ეს ყველაფერი შეადგენს 520 ერთეულს, რაც 25 ერთეულით ნაკლებია GeForce RTX 4070 Ti-ზე. 

თუკი NVIDIA-სა და AMD-ის ბოლო თაობის ყველა გრაფიკულ პროცესორს შევადარებთ, GeForce RTX 4090, GeForce RTX 4080 და GeForce RTX 4070 Ti ერთად გაიყიდა 945 ერთეული, Radeon RX 7900 XTX და Radeon RX 7900 XT – 500 ერთეული. ეს ნიშნავს, რომ NVIDIA-ს უახლესი GPU-ები აჭარბებენ AMD-ს თითქმის 2/1 თანაფარდობით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA-ს სამი ვიდეო ბარათი აქვს, AMD-ს - ორი. 

საინტერესო იქნება, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში და გავა ერთი საცალო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ. პრობლემა ის არის, რომ რითეილერების უმეტესობა არ აზიარებს ამ სახის მონაცემებს. თუმცა, Steam-ის ყოველთვიური ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვები, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სრულყოფილი და განსხვავებული მოცულობით (ისინი აჩვენებენ ბაზრის წილის მონაცემებს და არა გაყიდვების საბოლოო მაჩვენებლებს), შეიძლება იყოს ღირსეული მითითება იმისა, თუ რა არის ტრენდული მოთამაშეებს შორის. და ამ მხრივ, GeForce GTX 1650 კვლავ ყველაზე პოპულარული GPU-ა Steam-ის მოთამაშეებს შორის, მას მოსდევს GeForce GTX 1060. 

 

წყარო: https://tinyurl.com/4nk278f5