iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

კრიტიკოსები აღფრთოვანებულნი არიან Half-Life Alyx-ით

კრიტიკოსები აღფრთოვანებულნი არიან Half-Life Alyx-ით

თარიღი: 25/03/2020

პარტნიორი: Overclockers GE

გაიხსნა წვდომა VR-შუთერ Half-Life Alyx-ზე - ეს გახლავთ სერიის პირველი ახალი თამაში ბოლო 12 წლის განმავლობაში და წარმოადგენს საკულტო ფრანშიზის სერიოზულ პროექტს. ამჯერად დადგა დრო გავიგოთ, რას ფიქრობენ მასზე პროფესიონალი კრიტიკოსები.  

სტატიის წერის მომენტში Half-Life Alyx-ის საშუალო შეფასება Metacritic-ზე შეადგენდა 93 ქულას. შემფასებლები ხაზს უსვამენ დონეების შესანიშნავ დიზაინს, მოწინავე გრაფიკას, დეტალებზე გამახვილებულ უდიდეს ყურადღებას, აგრეთვე საინტერესო გადაწყვეტილებებს, რომლებიც განხორციელებადი გახდა მხოლოდ VR-რეჟიმში.  

კრიტიკოსების აზრით Valve-მ შეძლო მნიშვნელოვანი პროექტის შექმნა. ზოგი ჟურნალისტი Half-Life Alyx-ს უწოდებს არა მხოლოდ საუკეესო VR-პროექტს, რომელიც სტადარტს დააწესებს სამომავლო VR-თამაშებისთვის, არამედ მიინეს საუკეთესო შუთერადაც. მოკლედ, ემოციები და დადებითი შეფასებები ულევია. 

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/39atouV  

 

წყარო: Overclockers GE