iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Samsung-მა წარადგინა Galaxy S20 Tactical Edition სამხედრო პირებისთვის

Samsung-მა წარადგინა Galaxy S20 Tactical Edition სამხედრო პირებისთვის

თარიღი: 23/05/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია Samsung-მა გამოუშვა Galaxy S20 Tactical Edition. კომპანიის ფლაგმანური სმარტფონის ახალი ვარიანტი - ეს გახლავთ არა მხოლოდ გაძლიერებული Galaxy S20, არამედ მოდელი, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად სამხედრო პირებისთვის საბრძოლო მოქმედებეში გამოსაყენებლად. იგი ასევე რეკომენდებულია კავშირის დაფარულ არხებში გამოყენებისთვის, სერტიფიცირებულია DISA Android 10 STIG სტანდარტის შესაბამისად და აღმოფხვრის გატეხვის მცდელობას, თუკი იგი ხელში მოწინააღმდეგეს ჩაუვარდება.  Tactical Edition-ის მიზანია ოპერატიული გამოყენება სწრაფი კავშირისთვის, ინფორმაციის მიღება და გაცვლა საბრძოლო მისიის აპლიკაციის მეშვეობით. 

image.png 

Galaxy S20 Tactical Edition-ს აქვს ღამის ხედვის რეჟიმი, რომლის გამოყენება შეუძლიათ ღამის ხედვის სპეციალური ჰედსეტით აღჭურვილ ჯარისკაცებს. სმარტფონს აგრეთვე აქვს სტელს-რეჟიმი, რომელიც აუცილებელია საბრძოლო მოქმედებებში. ღილაკი Bixby უზრუნველყოფს ერთი შეხებით ისეთი სამხედრო აპლიკაციების ჩართვა/გამორთვას, როგორებიცაა ATAK, APASS და BATDOK. ეკრანი ავტომატურად არეგულირებს შეხების მგრძნობელობას ხელთათმანის გამოყენებისას. 

image.png 

Galaxy S20-ს აქვს ტაქტიკური საველე რადიოსადგურებისთვის, უპილოტო საფრენი აპარატებისთვის, დიაპაზონის ლაზერული გამზომებისა და შიდა GPS-სთვის განკუთვნილი დრაივერების მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბრძოლის ველზე მომხდარის სრული სურათის მიღება 

Samsung-მა ასევე შეიმუშავა მთელი რიგი სპეციალიზებული მახასიათებლები: გამძლე კორპუსი, კონექტორები და კონცენტრატორები, რომელთა გამოყენება შესაძებელია ტაქტიკური კომპლექსების ფართო ნაკრებთან მუშაობისას, შედეგად სმარტფონი გამოსადეგი ხდება საომარი მოქმედებების ფართო სპექტრისთვის. ბუნებრივია, Samsung-ი მომხმარებლებს ასევე სთავაზობს კამერის გაფართოებულ შესაძლებლობებს, რაც ჯარისკაცებს საშუალებას მისცემს დააფიქსირონ, ჩაიწერონ და გაგზავნონ ბრძოლის ველზე მიღებული ინფორმაცია. 

image.png

 

წყარო: Overclockers GE