iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Thermaltake-მა გამოუშვა 16-გიგაბაიტიანი კომპლექტი Toughram RGB DDR4-4600

Thermaltake-მა გამოუშვა 16-გიგაბაიტიანი კომპლექტი Toughram RGB DDR4-4600

თარიღი: 23/05/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კომპანია Thermaltake-მა დააანონსა DDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება Toughram RGB-ის ახალი ნაკრები, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ კლასის დესკტოპ კომპიუტერებისთვის.  

კომპლექტის შემადგენლობაში შედის 8 გბ მოცულობის ორი მოდული, ამრიგად, ჯამური მოცულობა 16 გიგაბაიტს შეადგენს. მოწყობილობა თავსებადია Intel Z490 და AMD X570 აპარატულ პლატფორმებთან. 

მოდულები მუშაობს 4600 მჰც სიხშირეზე (1,5 ვატი). Intel XMP 2.0 ოვერქლოქინგ-პროფილების მხარდაჭერა ამსუბუქებ ოპერატიული მეხსიერების ქვესისტემის პარამეტრების შერჩევას UEFI-ში. 

image.jpeg 

მოდულებს აქვთ გამაგრილებელი რადიატორი, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ორი ფერი -  თეთრი და შავი. მეხსიერება წარმოდგენილია მუდმივი გარანტიით. 

image.jpeg 

მოდულების ზედა მხარეს მოცემულია ფერადი განათება. მისი მართვა შესაძლებელია დედა დაფის მეშვეობით - ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, MSI Mystic Light Sync ან ASRock Polychrome Sync ტექნოლოგიების გამოყენებით. მოწყობილობა თავსებადია TT RGB PLUS ეკოსისტემასან და აქვს ხმოვანი დამხმარე Amazon Alexa-ს მხარდაჭერა. 

Toughram RGB DDR4-4600 მეხსიერების მოდულების ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

 

წყარო: Overclockers GE