iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

ელექტრონული კომერციის გიგანტი Shopify აფართოებს გადახდის საშუალებებს Bitcoin-ით

ელექტრონული კომერციის გიგანტი Shopify აფართოებს გადახდის საშუალებებს Bitcoin-ით

თარიღი: 22/05/2020

პარტნიორი: Overclockers GE

ციფრული ვალუტის ოპერატორმა  Coinpayments-მა და ონლაინ-რითეილერმა Shopify-მ გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც გაზრდის კრიპტოვალუტების - როგორც საგადახდო საშუალების გამოყენების შესაძლებლობებს ელექტრონული პლატფორმის მომხმარებლებისთვის.  

ანგარიშსწორების სისტემაში ციფრული ვალუტის მხარდაჭერა ხელმისაწვდომი გახდება მილიონზე მეტი კომპანიისთვის მსოფლიოს 175 ქვეყანაში. Shopifу-სა და CoinPayments-ის პარტნიორობა კომპანიებს საშუალებას მისცემს მიიღონ გადახდები 1800 კრიპტოვალუტით და ხელმისაწვდომი საკომისიოთი -  ნათქვამია პრეს-რელიზში. 

„ჩვენი მარტივად გამოყენებადი გლობალური კრიპტოგადახდების პლატფორმისა და Shopify-ს სავაჭრო ბაზის გაერთიანების შედეგად მოუთმენლად ველით გამჭვირვალე პროცესის წარდგენას ყველასთვის, ვისაც სურს ბიზნესის წარმართვა კრიპტოვალუტების გამოყენებით“ -  განაცხადა Coinpayments-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა წარმატებულად დასრულებული საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიცავდა პლატფორმის ფუნქციებისა და უსაფრთხოების გამოცდას რეალური ტრანზაქციებით. 

ხსენებულ ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა Shopifу-ს მომხმარებლებს ხელს შეუწყობს რამდენიმე პროცესინგ-სერვისთან მუშაობაში სხვადასხვა იურისდიქციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ დრომდე კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Coinbase Commerce-თან, BitPay-სა და GoCoin-თან პარტნიორობით.  

თებერვალში Shopify შეუერთდა Libra Association-ს, რომელიც დაკავებულია უმსხვილესი სოციალური ქსელის - Facebook-ის ციფრული ვალუტის შემუშავებით. 

 

წყარო: Overclockers GE